x
image
jango
ნინა წკრიალაშვილი: "შენ კაი პონტში ხარ სოფ, ან ცოლი ხარ, ან საცოლე. მე პირდაპირ ნაშა"

imageნაციონალური მოძრაობის ერთგული მხარდამჭერი, ნინა წკრიალაშვილი, რომელიც ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციაზეც კი მივიდა ისევ ყურადღების ცენტრშია. წკრილაშვილმა კამერებიდან სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და თავის სათქმელს უკვე იქ აფიქსირებს ხოლმე. საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად, მომღერლებიც იცვლებიან. მართალია, ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობ­ის მხარდამჭერი მო­მღერლებიდან არ­ა­ვინ "დაუბლოკავს", მაგრამ ისინი ნელ-ნელა, თავისთავად მაინც ქრებიან. შესაბამისად, ტელეეკრანებსა და კონცერტებზე ნაკლებად ჩნდებიან და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობენ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოფო ნიჟარაძეს "ფეისბუქის" გვერდზე უცნაური ფოტო გამოუქვეყნა. სოფოს და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ფოტოები გვერდიგვერდაა დამონტაჟებული და ზემოდან აწერია: "ბიძინა ივანიშვილი კულტურის მინისტრად სოფო ნიჟარაძეს ნიშნავს. ამ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კომენტარში თავად სოფომაც უპასუხა: კონკრეტული შემოთავაზება თუ გაქვთ, ბატონო ბიძინა, კი ნუ მაპარებთ, პირდაპირ დამირეკეთ ნომერზე. სანამ სოფო ამ ფოტოს წაშლიდა მანამდე ნინა წკრილაშვილმაც მოასწრო პასუხის დატოვება ფოტოს ქვეშ, "შენ კაი პონტში ხარ სოფ, ან ცოლი ხარ, ან საცოლე. მე პირდაპირ ნაშა, ამ სტატუსს ვერ ავცდი". ამ კომენტარის შემდეგ სოფო ნიჟარაძემ მალევე წაშალა ფოტო.



1
7761
11-ს მოსწონს
7-ს არა
ავტორი:jango
jango
7761
  
2012, 26 დეკემბერი, 17:49
კაია თუ ხვდები
0 1 1