x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვასილ მჟავანაძე:"გამაცანით აკაკი წერეთელი..."

imageრამდენიმე თვის წინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ერთმა კურიოზმა, რომელიც აკაკი წერეთლის მშობლიურ კუთხეში ჩასულ ერთ-ერთ ქართველ მინისტრს შეემთხვა. სხვიტორში, პოეტის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, ყვავილების თაიგულით ხელდამშვენებულმა სტუმარმა თავაზიანად მოითხოვა, დიდი პოეტის საფლავთან მიმიყვანეთო, უცნობია, რით დასრულდა ეს ტრაგი-კომიკური შემთხვევა, უთხრეს თუ არა, რომ დიდი პოეტის საფლავი მთაწმინდაზე უნდა ეძებნა.(მინისტრს რომ ამდენი არ ეცოდინება, სხვას რა უნდა მოსთხოვო.)
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს "უგვირგვინო მეფედ" წოდებული პოეტის ავან-ჩავანი ქართველმა ჩინოვნიკებმა არ იციან.
1956 წელს ქართველმა რეჟისორმა ლეო ესაკიამ "ბაში-აჩუკი" გადაიღო. მაშინდელი დაუწერელი კანონის თანახმად, ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე მოეწყო დახურული ჩვენება, ე.წ. "პრასმოტრი, " რომელსაც კინომოღვაწეებთან ერთად პარტიული ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. სწორედ მათ ვერდიქტზე იყო დამოკიდებული ფილმის მომავალი. "ბაში-აჩუკის" ჩვენებაზე მიბრძანებულა ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, თვით ვასილ მჟავანაძე, რომელიც რუსეთში 35 წელი მსახურობდა და საქართველოში 1953 წელს ჩამობრძანდა.

კინოსტუდიის დირექტორმა პირველ მდივანს მოახსენა, ფილმი აკაკი წერეთლის მოთხრობის მიხედვით გადავიღეთო. სხვა რამის თქმა ზედმეტად ჩათვალა და ჩვენებაც დაიწყო.
ვასილ მჟავანაძეს ძალიან მოეწონა ფილმი, როგორც ამბობენ, თვალებიც კი აუწყლიანდა (თანამედროვეთა გადმოცემით, საკმაოდ გულჩვილი კაცი ყოფილა).დასრულდა ჩვენება და სტუმარმა გაბადრული სახით მიმოიხედა ირგვლივ, აშკარად ეტყობოდა, რომ ვიღაცას ეძებდა. ბოლოს კინოსტუდიის დირექტორს მიმართა, აკაკი წერეთელი გამაცანითო. ირგვლივ თურმე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. გაოცებას ვინ ჩიოდა, ყველა საგონებელში ჩავარდა - მოდი და კაცს, რომელიც ქვეყნის პირველი პირია, აკადრე: დიდი პოეტი, კარგა ხანია, მთაწმინდაზე განისვენებსო. არადა, რამე უნდა ეღონათ. ისევ დირექტორმა იპოვა გამოსავალი: მოჰკიდა ხელი ლეო ესაკიას და მჟავანაძეს მიჰგვარა: აი, ეს გახლავთ "ბაში-აჩუკის" ავტორიო....აი ასე იოლად გამოძვრნენ ფილმის ავტორები უხერხული მდგომარეობიდან, მჟავანაძე კი გაბადრული სახით გადაეხვია თურმე"აკაკი წერეთელს"...


5
215
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
215
  
2019, 28 თებერვალი, 3:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 თებერვალი, 3:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 23 დეკემბერი, 0:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი არაჩანდა-ის კომენტარზე
2012, 23 დეკემბერი, 0:00
ეს ადრეც წაკითხული და გაგებული მაქვს.....არაფერი არაა გამორიცხული....
2012, 22 დეკემბერი, 23:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5