x
image
jango
ვერა ქობალია: 5 თვის ორსული ვარ და იმედია დაკითხვიდან მალე გამომიშვებენ

imageეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია მოდულის შენობაში დაკითხვაზე გამოცხადდა. მასთან ერთად დაკითხვაზე ადვოკატი გოგიტა გაბაიძეც მივიდა. როგორც ქობალიამ შესვლამდე განაცხადა, მას ოფიციალური უწყება არ მისვლია და მხოლოდ ტელეფონზე მისწერეს, რომ იბარებდნენ, დამატებითი დეტალები კი მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში არ ეწერა.მისი თქმით, მან არ იცის რასთან დაკავშირებით დაიბარეს დაკითხვაზე და ვარაუდობს, რომ შესაძლოა უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტის შესახებ დაუსვან კითხვა. ვერა ქობალიამ დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, რომ ფეხმძიმედაა. ვერა ქობალიამ იმედი გამოთქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ მოუწევს დაკითხვაზე ყოფნა, ვინაიდან 5 თვის ორსულია და რთული ორსულობა აქვს. ჯერ უცნობია თუ ზუსტად რაზე ესაუბრებიან ქობალიას. სოციალურ ქსელეში ამ ამბავს განსხვავებული შეფასება მოჰყვა, საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობს, რომ როგორც გვარამია ისე უნდა დაიჭირონ ქობალიაცო, ნაწილი კი ახალ მთავრობას მოუწოდებს დროზე შეწყიტონ ის რასაც აკეთებენ და ხალხს რასაც დაპირდნენ იმას მიხედონო. ნიკა გვარამიას ბრალდებაში ოთხი მუხლი წარუდგინეს. ნიკა გვარამიას ბრალდებაში ყველაზე მძიმე ორი მუხლია, რომელთაგან ერთი 15 წლამდე, მეორე კი - 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საბრალდებო დასკვნის გაცნობის შემდეგ ნიკა გვარამიას ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლი წარუდგინეს - 338-ე მუხლით, რომელიც ქრთამის აღებას ითვალისწინებს, 195-ე მუხლი(ფულის გათეთრება), 210-ე მუხლი (ყალბი დოკუმენტების დამზადება) და 362-ე მუხლი(ყალბი დოკუმენტების გამოყენებას).

2
2350
12-ს მოსწონს
7-ს არა
ავტორი:jango
jango
2350
  
2012, 30 დეკემბერი, 23:24
მე ვარ მამა,მე
2012, 22 დეკემბერი, 16:24
უი, მამა ვინაა ნეტა?:D
0 1 2