x
image
აკაკი79
ქართარი

იასამნისფერ ტალღებში ცურავდა მზე და უცნაურად მოლივლივე დასალიერში იძირებოდა, როცა ნავს უცნობი საგანი შეეხო. იმ მხარეს მჯდომმა წყლიდან პატარა ყუთი ამოიღო. მისი მოოქროვილი თავი სხივებზე ელვარებდა და გარშემო მყოფთ ჭრიდა თვალებს. სიხარბემ გადაურბინა პირზე დაკუნთულ კაცს, ყუთს ხელი დავლო და გახსნა. უმალ განიტვირთა სიტყვაცია, რადგან შიგ წიგნის მეტი არაფერი აღმოჩნდა. “უცნობის შემოქმედება”, ამოკითხა ყდაზე უკმაყოფილო კაცმა და მოისროლა. რამდენი ძალა, ენერგია და ოსტატობა ჩაიდეს ჯიბეში იმ ციცქნა ოქროს ფირფიტებთან ერთად ამას ვინ გაიგებს, წიგნი კი დასალიერისკენ მისრიალებდა სანამ ნახევრად ჩასულ მზეს არ გაუსწორდა, მერე გაჩერდა, თავისით გადაიშალა და მზესთან ერთად დაეშვა ფსკერზე.



ა.ვ.image

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0