საზოგადოება რა ხდება 21 დეკემბერს? 2012, 21 დეკემბერი, 16:50 როგორც იქნა დადგა 2012 წლის 21 დეკემბერი, იგივე "სიკვდილის დღე" და ხალხი აფორიაქებულია. ზოგს ეშინია, რომ აპოკალიფსი დაიწყება, ზოგს არ სჯერა ამ სისულელეების, ზოგი უბრალოდ ერთობა ხალხის დაპანიკებულ სტატუსებზე . გუშინ ღამის 12 საათიდან არ შეწყვეტილა ხალხის სტატუსები სოციალურ ქსელებზე. პირადად ჩემი facebook-ის გვერდი აჭრელებული იყო ამ დღესთან დაკავშირებული კომენტარებით. მრავალი მოსაწვევი მომივიდა ამ დღის ივენთებზე წასასვლელად. ზოგიერთი ივენთის თავშესაყრელ ადგილად ზეცა ეწერა, ზოგიერთს ადგილი საერთოდ არ ჰქონდა მითითებული და ასე შემდეგ. ამ წუთამდე გრძელდება მოსაწვევების გზავნა: "ერთად შევხვდეთ სამყაროს დასასრულს", "სიკვდილის დღე", "2012 წლის 21 დეკემბერს ვსვამთ და 2012 წლის 22 დეკემბერს ვართ პახმელიაზე", "აპოკალიფსის ღამე" და მრავალი ამდაგვარი შინაარსის მოსაწვევები. თუმცა როგორც ხედავთ არაფერი არ გვემუქრება მეტეორის მსგავსი და ტყუილად ნუ ჩაიგდებთ თავს პანიკაში. უბრალოდ წადით და გაერთეთ... ცხოვრება გრძელდება... 86 8-ს მოსწონს 3-ს არა
|