- დღეს საქართველოში ძალზედ რთული პოლიტიკური ვითარებაა, ალბათ ყველა დამეთანხმება, რაც იმით არის გამოწვეული რომ ხალხის მოლოდინი ვერ გამართლდა(რა თქმა უნდა იმ ხალხს არ ვგულისხმობ, რომელთაც უხარიათ რუსების ჯაშუშების განთავისუფლება და უამრავი მათნაირის პოლიტპატიმრებად შერაცხვა). ამის თქმის უფლებას ის ფაქტი მაძლევს, რომ ჩემს გარშემო მყოფთაგან ძალიან ბევრი მსმენია ასეთი ფრაზები "ქართული ოცნების" მიმართ: "ეს ვინ ყოფილან", "რა ძალა გვედგა ვის მივეცით ხმა", "რამ შემომახაზინა 41" და ასე შემდეგ. მე არაფერს ვიგონებ იმას ვწერ რაც გავიგონე და მინდა გითხრათ რამდენიმე ფაქტი თუ რატომ ხდება ესე - ძალიან ბევრი ადამიანი არის რომელთაც პირდაპირ უთხრეს, რომ მათ სამუშაო უნდა დაეტოვებინათ, მიზეზი კი არ უთქვამთ და ყველაზე გასაკვირი ის არის რომ მათი ნაწილი "ქართული ოცნების" მომხრე იყო; პენსიონერები რომელთაც მხოლოდ იმიტომ მისცა "ქართულ ოცნებას" ხმა, რომ მათ ეგონათ პენსია 220 ლარი ექნებოდათ (რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია, მაგრამ ვიცი გარკვეული ადამიანების ჯგუფი რომელთაც ეს რეალური ეგონათ), ასევე ხალხის უდიდესი ნაწილი, რომელთა მხრიდან "ქართულ ოცნებაზე" ხმის მიცემის ერთადერთი მიზეზი ტარიფების განახევრება იყო, რაც კიდევ ერთი იმედგაცრუება აღმოჩნდა მათთვის. და ამის მაგივრად რას ხედავს ეს ხალხი, მხოლოდ დაპატიმრებებს, რომელიც აქვე უნდა ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკას და იმიჯს დიდ საფრთხეს უქმნის.
- სტატიის წაკითხვისას შეიძლება შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ მე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი და მათი პიარის გამკეთებელი ვარ, მაგრამ ეს ასე არ არის, უბრალოდ ვხედავ რა ხდება ქვეყანაში და მიმაჩნია რომ თუ " ქართულ ოცნებას" სურს ხელისუფლებაში დარჩენა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ მასშტაბური დაპატიმრებები და მიხედონ დაპირებების შესრულებას, რისი წყალობითაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში.
გმირი ბიჭები არ იყვნენ აგვისტოს ომის შემდეგ ციხეებში რომ ჩაყარეს, სხვადასხვა მიზეზებით კი ომში დაინვალიდებულ ჯარისკაცებს მკურნალობის ხარჯებს არ უხდიდნენ?
პენტაგონის შესასვლელში ნიკა ჯანჯღავას სურათია გამოკრული - ასეთი უნდა იყოს ამერიკელი ჯარისკაციო, ის კი გააგდეს ჯარიდან. აგვისტოს ომის დროს საზღვარგარეთ იყო წასული და კერძო თვითმფრინავით გადმოაფრინეს სასწრაფოდ - გვიშველე, შენსავით გამოცდილი მეთაური გვჭირდებაო. არჩევნებამდე ისეთი მოუწყვეს - პატრულისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის თვალწინ დაამტვრიეს პატრულის მანქანა და მერე ჩართეს კამერები - წინააღმდეგობის გაწევის დროს დავაკავეთ ნიკა ჯანჯღავაო. არჩევნების მერე გამოუშვეს ციხიდან. ნიკა აღარ იყო გმირი?
სამწუხაროთ ძალაუფლება და თანამდებობა ძალიან ეტკბილება ყველას, არავის არ უნდა მისი დათმობა, პასუხისგება კი ყველას უჭირს. რაც აბაშიძემ, მამალაძემ და სხვებმა გააკეთეს, იგივე გაიმეორეს ამათმა. არც ამათ უნდათ პასუხისგება. თუ თვლიან რომ შევარდნაძემ და მისმა გუნდმა პასუხი უნდა აგოს, კეთილი ინებონ და თვითონაც აგონ პასუხი მათ ქმედებებზე.
საუბედუროდ, იმდენი კადრი არ ყავს საქართველოს, რომ არჩევნების მერე შეცვალონ ძალოვნები. ხანდახან ვფიქრობ რომ არ უნდა შეიცვალოს კადრები, ხანაც ვფიქრობ რომ დიახაც რომ შესაცვლელები არიან, რადგან ზოგიერთები თვლიან, რომ ემსახურებიან არა სამშობლოს, არამედ 1 პარტიას და საბოტაჟის დავალებებს ასრულებენ. როგორ ფიქრობთ, რომ იძახიან იმაზე ადრე დავბრუნდებით ვიდრე ვინმეს გგონიათო, ვისი იმედით არიან, ან ამდენი „ნაციონალი“ უცებ გახდა „მეოცნებე“? სად წავიდნენ, სად დასაქმდნენ? ისევ იმ ძველმა კადრებმა არ დაიჭირეს კალანდაძე და გუნავა, რომლებმაც გამოცხადებული ნდობა ბოროტად გამოიყენეს და ამჟამად დაატოვებინეს სამსახურები.
შეუძლებელია 2 თვეში ძირეული საკადრო ცვლილებები გაატარო და ვინმე ან რაიმე შეცდომა არ გაგეპაროს. ამის გამო ნუ გაიცრუებთ იმედებს. ავიტანოთ ერთმანეთი. ნელ-ნელა ვსწავლობთ ყველაფერს და განსხვავებული აზრებით თანაცხოვრებასაც ვისწავლით. წარმატებებს გისურვებთ ყვ