x
image
hamunaptra1990
"მის სამყარო 2012" ამერიკელი ოლივია კალპო გახდა
image

ლას-ვეგასში გამართულ საერთაშორისო კონკურსის "მის სამყარო 2012"-ის გამარჯვებული 20 წლის ამერიკელი სტუდენტი ოლივია კალპო გახდა. კონკურსში 89 გოგონა მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.image

კონკურსის 60 წლიანი ისტორიის მანძილზე ოლივია კალპო უკვე მერვე გამარჯვებულია ამერიკის შეერთებული შტატებიდან და პირველი ამერიკელი "მის სამყარო" ბოლო 15 წლის განმავლობაში. გოგონა ბოსტონის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. იგი უკრავს ვიოლანჩელოზე და აქტიურად არის ჩართული სარძევე ჯირკვლის კიბოსთან ბრძოლის ორგანიზაციაში.image
image

მეორე ადგილი "მის სამყარო 2012"-ზე დაიკავა "მის ფილიპინებმა"-ჯანინ ტუგონონმა, image

მესამე ადგილი
ვენესუელის წარმომადგენელმა ირენ სოფია ესერ კინტერომ, image

ხოლო "მის კონგენიალურობის" ტიტული დაიმსახურა გვატემალელმა ლაურა გოდოიმ.image

საქართველოს სახელით "მის სამყარო-2012"-ზე მონაწილეობას ღებულობდა "მის საქართველო" 2012 წლის გამარჯვებული თამთა შედანია.image


კონკურსის პირობების მიხედვით მონაწილეები უნდა ყოფილიყვნენ ასაკით 18-დან 27 წლამდე, გასათხოვრები და უშვილოები. მის სამყაროს გამარჯვებულს ორი გვირგინი გადაეცა, ბრილიანტის და მარგალიტის, რომელთა ღირებულებაც 270 ათას დოლარს შეადგენს. ასევე გამარჯვებულს მისცეს გრანტი 45 ათასი დოლარის ფარგლებში, ნიუ-იორკის კინოსა და ტელევიზიის სკოლაში სასწავლებლად. მთელი წლის განმავლობაში, გამარჯვებული უნდა იყოს ჩართული საქველმოქმედო პროექტებში და დაიცვას გარკვეული ეთიკის კოდექსი. სანაცვლოდ, კი მას ექნება ანაზღაურება.

image


0
43
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0