საზოგადოება გოგა ხაჩიძე: ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ხალხი ხურდებს ყრის 2012, 18 დეკემბერი, 21:28 გოგა ხაჩიძე ამ ბოლო დროს ნამდვილად გვაოცებს. ჯერ იყო და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გოგა ხაჩიძე პარლამენტში ველოსიპედით მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქუთაისი იძლევა იმის საშუალებას, რომ ველოსიპედით იაროს. ამის ამსახველი ვიდეომასალა ყოფილმა გარემოს დაცვის მინისტრმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა. ამასთან, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ცოტა ხანში პარლამენტში არა მხოლოდ თვითონ, არამედ პარლამენტის უამრავი წევრი მივა ველოსიპედით. ველოსიპედს თავი დავანებოთ და უკვე ხაჩიძემ ხურდა ფულის ყრა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან. მან თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ამის შესახებ, გთავაზობთ უცვლელად: ვაა, მაგარ ამბავს შევესწარი :) მთაწმინდისკენ მივდიოდი ტაქსით. ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, ტაქსისტმა საფერფლიდან ხურდა ამოიღო და ფანჯრიდან გადააგდო. რას აკეთებ მეთქი?! -ვკითხე... მიპასუხა: თუ გინდა, რომ შენმა შვილმა მილიარდი იშოვოს, აქ ხურდა უნდა გადააგდოო... 185 4-ს მოსწონს
|