შოუბიზნესი ნინა წკრიალაშვილი: დღევანდელ მთავრობას არ ვუმღერებ! იცით რატომ? 2012, 17 დეკემბერი, 20:48 ნაციონალური მოძრაობის" ერთგული მხარდამჭერი, ნინა წკრიალაშვილი, რომელიც ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციაზეც კი მივიდა, დღეს ისევ კულტურის სამინისტროში მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ თავის უარყოფით დამოკიდებულებას ახალი ხელისუფლების მიმართ ღიად აფიქსირებს. ყველას გახსოვთ, ნინა იმასაც იძახდა რომ თუ ნაციონალები არ გაიმარჯვებდნენ თავს მოიკლავდა. სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო ნინა წკრიალაშვილის ირგვლივ ატეხილ სკანდალს მომღერალი თავადვე ეხმიანება და აცხადებს, რომ თავის მოკვლას არ აპირებს და ეს მხოლოდ "სიმბოლური გამოთქმა" იყო. ნინა წკრიალაშვილის თქმით მათი ყველა დაპირება ტყუილი იყო და არაფრის შესრულებას არ აპირებენ, სწორედ ამიტომ არ აპირებს ის ხელისუფლებისთვის სიმღერას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მომღერლები, რომლებიც წინა ხელისუფლების სამთავრობო კონცერტებზე მღეროდნენ, ახალი ხელისუფლების პირობებში დაიბლოკებიან, მათი ნაწილი კი, თავისი სურვილით იტყვის უარს. ნინა წკრიალაშვილი არასდროს არ ყოფილა აქციებზე, მხოლოდ მაშინ გავიდა როდესაც ვანო მერაბიშვილი დაიბარა პროკურატურამ. მისი თქმით, მერაბიშვილს იმდენი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ თუნდაც რაიმე დარღვევები ჰქონდეს, მას მადლობა უნდა გადაუხადონ და სახლში გაუშვან. რაც შეეხება სამთავრობო კონცერტებზე სიმღერას, მისი დამოკიდებულება ასეთია: არა მგონია, რამე შემოთავაზება მივიღო, მაგრამ თუ იქნება შემოთავაზება მე მაინც არ ვიმღერებ. არ მინდა, დღევანდელ მთავრობას ვუმღერო! 1223 8-ს მოსწონს 3-ს არა
|