17 წლის წინ გაუჩინარებული გოგო.
9 წლის გვანცა წიკლაური სახლიდან 1995 წლის 9 ნოემბერს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახვას.გვანცა თეთრიწყაროს რაიონში ცხოვრობდა, აი რას ყვება გვანცას ძმა ზაზა წიკლაური:"5 ნოემბერს გვანცას დაბადების დღე გადავუხადეთ, 9 წლის გახდა, რამდენიმე დღეში კი დაიკარგა. ჩვენი სახლიდან სკოლამდე დაახლოებით სამი კილომეტრია. შინ ყოველთვის ორ მეგობარ გოგონასთან ერთად ბრუნდებოდა. იმ დღესაც ერთად წამოვიდნენ, შემდეგ გვანცამ სახლისკენ გადაუხვია, გზად ტყეზე უნდა გაევლო.
ჩემი და მეორე ცვლაში სწავლობდა, ამიტომ შინ შებინდებულზე ბრუნდებოდა და რომ არ შეშინებოდა, დედა ყოველთვის მიდიოდა მის დასახვედრად. იმ ავადსახსენებელ დღეს კი ვიღაცამ გომურის კარი გააღო და გოჭები გამოუშვა, დედაც მათ მოსაძებნად წავიდა და გვანცას შესახვედრად წასვლა რამდენიმე წუთით დააგვიანა. სწორედ ეს რამდენიმე წუთი აღმოჩნდა ჩვენი ოჯახისთვის საბედისწერო - ბავშვი ვეღარსად ნახეს: არც სახლში იყო, არც სკოლაში, არც გზაზე და არც მეგობრებთან. არიან თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ გვანცა ბოლოს დაახლოებით ექვსის ნახევარზე ნახეს, როცა ტყეში შევიდა, იქიდან სახლამდე კი 500 მეტრია. ბავშვი სწორედ ამ მონაკვეთზე დაიკარგა." როგორს გვანცას ძმამ აღნიშნა იმ მონაკვეთში მაშინ თეთრი "მოსკვიჩი" დაინახეს სადაც ბავშვი იჯდა, იქვე მხედრიონიც იყო დაბანაკებული.მახლობლად ბავშვის სხეულის ნაწილები ან პირადი ნივთები ვერ აღმოაჩინეს, არსებობს ვარაუდი, რომ იგი გაყიდეს გაშვილების მიზნით ან უარესი ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის.მაშინ საქართველოში ასეთი 7-8 შემთხვევა დაფიქსირდა.ლენა წიკლაური, გვანცას დედა: "ყოველდღე ვდგები ფანჯარასთან და ველოდები. ვიცი, რომ ჩემი შვილი ცოცხალია... ის ისეთი ლამაზი, ჭკვიანი ბავშვი იყო. უცხო რომ გამოჩნდება ამ გზაზე, მგონია, ჩემი შვილის ამბავს მომიტანს. სახლიდან არ გამოვდივარ, თუ დაბრუნდება, ხომ ისევ აქ მოვა. მაინცდამაინც იმ დღეს ვერ დავხვდი, დამაგვიანდა. ვფიქრობ, ვიღაცამ სპეციალურად გააღო გომურის კარი, რომ შვილთან დამგვიანებოდა."
გვანცა ახლა 26 წლის იქნება, ოჯახმა კიდევ მიმართა პროკურატურას საქმის ხელახლა აღძვრისთვის, ზაზა წიკლაური დარწმუნებულია, რომ "მხედრიონელებნა", ძმებნა შოთა და ზურაბ ილურიძეებმა, თენგიზ ჯაშმა და კიდევ რამდენიმე აქაურმა, რომელთა ვინაობას, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიებას გაუმხელს ბევრი იციან გვანცას გაუჩინარების შესახებ.