საზოგადოება გლდანის 59-ე სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლე გარდაიცვალა 2012, 11 დეკემბერი, 19:28 რამდენიმე საათის წინ გლდანის 59-ე საჯარო სკოლაში ტრაგედია მოხდა. დაიღუპა პირველი კლასის მოსწავლე. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ე.წ. გახანგრძლივებულ ჯგუფში იმყოფებოდა, როდესაც მასწავლებელს საპირფარეშოში გასვლა სთხოვა. როდესაც ბავშვი საპირფარეშოდან დაბრუნდა თავი ცუდად იგრძნო და მასწავლებელს უთხრა, რომ კალმის თავსახური გადაეყლაპა, ბავშვი დახმრაებას ითხოვდა, დირექტორის მოადგილის განცხადებით, ბავშვს სუნთქვა გაუჭირდა ცუდად გახდა, სკოლის ექიმმა პირველადი დახმარება აღმოუჩინა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვს სასწრაფოს მოსვლამდე სუნთქვაში დახმარებოდა. მანამდე მანდატურებმა სასწრაფოში დარეკეს, სასწრაფომ სწრაფადვე საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა სამწუხაროდ მალევე ამცნობეს სკოლას, რომ ბავშვი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სამართლდამცველებმა გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელი უკვე დაკითხეს. მასწავლების ვალდებულება არის, რომ მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია, აუცილებელია, ჰქონდეს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა დროულად შეძლოს მათთან დაკავშირება. თუ მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადდა, მის ჯანმრთელობასა და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა, ვალდებულია, მშობელს დაუ-ყოვნებლივ აცნობოს. 1276 7-ს მოსწონს 2-ს არა
|