ალბათ თითოეული ჩვენგანი ბევრს ეცადა, რომ ყოფილი მთავრობა ახლით შეცვლილიყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავრცელდა პატიმრების წამებასთან დაკავშირებული ვიდეოები.
უცნაურია, მაგრამ ყველას ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში მოსვლისთანავე საქათველო უნდა გაბრწინებულიყო, პირველივე თვეებში ათასობით ადამიანმა დაიწყო მტკიცება, რომ მისი გაჭირვება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და პირველ რიგში მისთვის უნდა მიეხედათ. დამეთანხმებით, რომ მთავრობაში მოსვლისას, შეუძლებელია ყველას ერთად დახმარება. მაგრამ გათითოკაცებული ქართველები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ვფიქრობთ და ბევრმა დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ საქართველოს სააკაშვილის მთავრობა მოენატრებაო.
მე არ დავიწყებ ვინმეს გაკიცხვას, ან მართლებას. უბრალოდ მოვიყვან ქადაგების ნაწილს, რომელიც ჩემმა მამაომ ერთ-ერთი საკვირაო წირვის ბოლოს წარმოთქვა. "როდესაც შეყვარებული წვილი ჩემთან მოდის, ვეუბნები, რომ ერთი წელი მაინც დაიცადონ სანამ შეუღლდებიან. მინდა, რომ ეს ერთი წელი ერთმანეთის უკეთ გაცნობას დაუთმონ. იპოვონ დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასევეა პოლიტიკაში. ორი თვე არ არის საკმარისი იმის დასადგენად ცუდია თუ კარგი ეს მთავრობა. საქართველომ ბევრი გაჭირვება გამოიარა. ვერავინ დამალავს ვერც თავის ცუდს და ვერც კარგს. არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე. მოდით უბრალოდ, მოვიკრიბოთ მოთმინება და იმედიანად შევხედოთ მომავალს. ღმერთი არს ჩვენთან".