საქართველო კიდევ ერთი თავდასხმა "ქართულ ოცნებაზე" 2012, 25 მაისი, 22:04 რუსთავი 2-ის 9საათიან გამოშვებაში კიდევ ერთხელ გაჟღერდა დაუფარავი თავდასხმა ქართველი ოლიგარქის მიერ ჩამოყალიბებულ პილიტიკურ პარტია "ქართულ ოცნება"-ზე. კონკრეტულად კი კახი კალაძის ერთ-ერთ გამოსვლაზე, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არაპროფესიონალები მართავენ. ვარძელაშვილზე, კი განაცხადა, რომ მინისტრობამდე იგი დურგალი თუ "კაფელჩიკი" იყო. ეს გამოსვლა რა თქმა უნდა ისე გაიგეს, როგორც აწყობდათ და განაცხადეს, რომ კალაძე დასცინის დურგლისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებს. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საღი აზროვნების ადამიანები ადვილად მიხვდებოდნენ, რომ ლაპარაკი პროფესიაზე კი არა ერთი პროფესიის ადამიანის სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე იყო. სწორედ ამიტომაა, რომ ასეთი ადამიანები ვერ ახერხებენ შრომის ნაყოფიერების ამაღლებას. 1773 11-ს მოსწონს 1-ს არა
|