x
image
თაზუ
ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი
სამთავრობო სტრუქტურის ცვლილებამ და საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებამ სულ უფრო აქტუალური გახადა საპრეზიდენტო კანდიდატის თემა, რომელშიც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად მოიაზრება ვახტანგ ხმალაძე.

დღევანდელ შეხვედრაზეც- “ახალი ხელისუფლების 100 დღე'', საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, კიდევ ერთხელ დაასახელა შესაძლო კანდიდატად ვახტან ხმალაძე, მან ასევე დადებითად ისაუბრა მის პიროვნულ თვისებებზეც.მოდი უკეთ გავეცნოთ ვახტანგ ხმალაძის ბიოგრაფიას.


image


ვახტანგ ხმალაძე-პროფესიით ფიზიკოსი და პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ორგზის წევრი.


1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.1973-1992 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

1989-1992 წლებში იყო პოლიტიკური ორგანიზაცია „დასის“ (დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის), ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი. „დასი“ 1992 წელს შეუერთდა რესპუბლიკურ პარტიას.

ხმალაძე 1992-1996 წლებში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი იყო. ამავდროულად იყო 1992 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე.

1999 წლის არჩევნებში ის საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს „მრეწველების“ სიით.

2005 წლიდან დღემდე არის საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და ეროვნული კომიტეტის წევრი.

2006 წლიდან დღემდე არის თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ასოცირებული პროფესორი (სამართალი).






0
121
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თაზუ
თაზუ
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0