საქართველო რატომ უშვებ თუ ისევ უნდა დაიჭირო?! 2012, 8 დეკემბერი, 18:22 როგორც მოგეხსენებათ საქართველოში პრეზიდენტმა ძალიან ბევრი პატიმარი შეიწყალა და გაანთავისუფლა. ყველაფერ ამას, რომ შევეშვათ ბოლო დროს თბილისში ძალიან მომრავლდა ქურდოდბები, აპარატის გატეხვები, მანქანის "სარკეების" მოპარვა, ლომბარდის დაყაჩაღება და ბევრი ასეთი ქმედება. ამას თან დაერთო ის, რომ ციხიდან ასობით პატიმრებს უშვებენ.. ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა განცხადება.. "მე არ მქონდა მხედველობაში მუდმივი პროცესი. დროებით ალბათ, იქნება აფეთქებები. მხედველობაში მაქვს, რომ სადღაც მანქანას, მინას გატეხავენ დამატებით და მოსახლეობა ამას გაგებით უნდა მოეკიდოს, რამდენადაც ეს პროცესი ჰუმანურია და საზოგადოებისთვის აუცილებელია. მხედველობაში მქონდა, რომ საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს იმას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე პრეცედენტი შეიძლება დაემატოს იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში არსებობს", - აღნიშნა ივანიშვილმა. რა თქმა უნდა მოიმატებს ყაჩაღობები, როდესაც ასობით პატიმარს გამოუშვებ ციხიდან.. რა თქმა უნდა მოიპარავენ აბა სხვა რა გზა აქვთ რითი იცხოვრონ? ადამიანი, რომელიც ციხეში იყო, იმას სამსახურში მიიღებენ? სხვა გზას არ უტოვებთ ხალხს და მერე გიკვირთ, რატო იპარავენო.. როცა მოგშივდება და არც ფული გექნება არც სამსახური მოიპარავ აბა რას იზამ? სხვა რა გზაა? შიმშილით ხომ არ მოკვდები? რა თქმა უნდა ბევრს ოჯახი ჰყავს და ისინი აჭმევენ, მაგრამ ვისაც არ ჰყავს? ვისაც ჰყავს ოჯახი და უჭირს? რა თქმა უნდა ის დასაჭერია ვინც დღეს ერთ მილიონს მოიპარავს, მაგრამ ხვალ ორი მოუნდება, ზეგ სამი.. ყველა ასეთი ხომ არ არის? 83 6-ს მოსწონს
|