სხვა ექთანი, რომელმაც ქეით მიდლტონის ორსულობის შესახებ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, გარდაცვლილი იპოვეს 2012, 8 დეკემბერი, 14:22 ლონდონი ხმაურიანმა სკანდალმა მოიცვა. ქეით მიდლტონის ორსულობა ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი, რომ იდუმალმა და ტრაგიკულმა მოვლენებმა იჩინა თავი. ლონდონში, საავადმყოფოს შენობის შორიახლოს, ნაპოვნია გარდაცვლილი მედდის გვამი, რომელმაც სიდნეის ჟურნალისტებს განუცხადა საიდუმლო ინფორმაცია კემბრიჯის ჰერცოგინიას ჯანმრთელობის შესახებ, კერძოდ კი მისი ორსულობის შესახებ. ეს მოხდა სწორედ იმ დროს, როცა ქეითი იმყოფებოდა ექიმების დაკვირვების ქვეშ, მეფე ედუარდ VII-ის სახელობის საავადმყოფოში. "ჩვენ ძალიან ვწუხვართ და ვადასტურებთ ინფორმაციას ჩვენი სამედიცინო პერსონალის, ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მედდა ცოტა ხნის წინ სატელეფონო ხუმრობების მსხვერპლი გახდა."- განაცხადა საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ. ექთნის გარდაცვალების მიზეზებს ჯერ კიდევ ადგენენ. პოლიცია არ გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას. 226 8-ს მოსწონს
|