x
image
hamunaptra1990
ექთანი, რომელმაც ქეით მიდლტონის ორსულობის შესახებ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, გარდაცვლილი იპოვეს

image
ლონდონი ხმაურიანმა სკანდალმა მოიცვა.

ქეით მიდლტონის ორსულობა ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი, რომ იდუმალმა და ტრაგიკულმა მოვლენებმა იჩინა თავი.


ლონდონში, საავადმყოფოს შენობის შორიახლოს, ნაპოვნია გარდაცვლილი მედდის გვამი, რომელმაც სიდნეის ჟურნალისტებს განუცხადა საიდუმლო ინფორმაცია კემბრიჯის ჰერცოგინიას ჯანმრთელობის შესახებ, კერძოდ კი მისი ორსულობის შესახებ. ეს მოხდა სწორედ იმ დროს, როცა ქეითი იმყოფებოდა ექიმების დაკვირვების ქვეშ, მეფე ედუარდ VII-ის სახელობის საავადმყოფოში.


"ჩვენ ძალიან ვწუხვართ და ვადასტურებთ ინფორმაციას ჩვენი სამედიცინო პერსონალის, ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მედდა ცოტა ხნის წინ სატელეფონო ხუმრობების მსხვერპლი გახდა."- განაცხადა საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ.


ექთნის გარდაცვალების მიზეზებს ჯერ კიდევ ადგენენ. პოლიცია არ გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას.


2
226
8-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
226
  
2012, 12 დეკემბერი, 21:53
ჟურნალისტებმა მოატყუეს და ისე დასტყუეს ინფორმაცია ქეითის ჯანმრთელობის შესახებ, ელიზაბეტ მეორეს სახელით ელაპარაკნენ და ეტყობა იმიტომაც მოიკლა თავი
2012, 12 დეკემბერი, 21:28
იქაც ხდება ასეთი რაღაცეებიიიიიიიიიი, რა ეშველება
0 1 2