x
image
nukrichanturia
ნანკა კალატოზიშვილი გახდაზე კატეგორიულ უარს ამბობს
image
ახალგაზრდა მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს 14-მდე თეატრალური და რამდენიმე კინოროლი აქვს ნათამაშევი. პირველი როლი 12 წლისამ ითამაშა. ყოველი პრემიერის წინ ისე ნერვიულობს, რომ ხშირად ესიზმრება, თითქოს სპექტაკლი ჩავარდა. საბედნიეროდ სიზმრები არ უხდება.

- ჩემი კლასელი პლასტიკის თეატრში დადიოდა. რომელიღაც მონაწილე გამოეთიშათ და მე წამიყვანა. ამ სპექტაკლზე წელიწადნახევარი მუშაობდნენ, მე კი როლის სწავლა ერთ თვეში უნდა მომესწრო. საშინლად დამტვირთეს და მოვასწარი. ყოველდღე 8 საათი მაინც რეპეტიციას გავდიოდი. მსახიობობა ისე მინდოდა, სად მივსულიყავი, არ ვიცოდი და ასე გამოჩნდა უცბად ეს როლი ჩემთვის.

- ნანკა, შეგიძლიათ გულახდილათ თქვათ, რომელი როლი არ გამოგივიდათ?

- ეს ჩემს ძმას უნდა ჰკითხოთ, უცბად გეტყვით. მე პირადად შედარებით ცუდად ვგრძნობდი თავს ოთარ ეგაძის სპექტაკლში "ათი ინტიმური აქტი". მგონია, რომ ვერც მე და ვერც სხვებმა ვერ გავითავისეთ როლები. მეძავის და მოდელის როლს ვთამაშობდი.


- არის როლები, რომლებზეც უარს ამბობთ?

- ეროტიკული როლები. რამდენიმეჯერ მომიწია უარის თქმა ფილმში მონაწილეობაზე, რადგან აქცენტი ეროტიკაზე იყო გადატანილი. რადგან მსახიობი ვარ, არ ვარ ვალდებული, რომ გავიხადო. გაიხადო იმიტომ, რომ ვიღაცამ ამის გამო გიყუროს, უგემოვნობაა. ამიტომ სამჯერ მომიწია უარის თქმა.

- ბევრი მსახიობი ამბობს, რომ გაშიშვლდება, თუ ეს ლამაზად იქნება გადაღებული.

- ერთ ფილმში შემომთავაზეს, სადაც სულ შიშველი უნდა ვყოფილიყავი და თან პატარა ბავშვთან. ჩემი პრინციპები მაქვს, რასაც არ გადავაბიჯებ. კამერასთან გაშიშვლება ძალიან რთულია, მე ძალიან მიჭირს. ფილმს ძალიან უნდა სჭირდებოდეს, რომ ეს გავაკეთო.

- აღნიშნეთ, რომ ძმაა თქვენი ყველაზე დიდი შემფასებელი. როგორია ეს შეფასებები?

- ძალიან კრიტიკულია საერთოდ ყველაფრის მიმართ. ამ ბოლო დროს ცოტა ლმობიერებას იჩენს და ამბობს, მომეწონაო. მოსწონს "სალომეა", "ოსტატი და მარგარიტა", "ოსკარი", "ინსტიქტი". "თაგვში" პირველ დღეს არ მოვეწონე, ძალიან გავდა ნანკასო, თქვა. მისი შენიშვნები გავითვალისწინე და რაღაცეები შევცვალე, მოეწონა. თუ არ მოეწონა, არც მომილოცავს. არ შემოვა კულისებში, რომ გული არ დამწყვიტოს, მაგრამ ისედაც ვხვდები. თუ დამხვდა და მომილოცა, ესე იგი, კარგად ვითამაშე.image
.


2
339
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
339
  
2012, 8 დეკემბერი, 13:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 8 დეკემბერი, 13:37
გამოსაჩენი არაფერი აქვს და იმიტომ )
0 1 2