x
image
jango
შორენა ბეგაშვილის საოცნებო მამაკაცი
მოimageმხიბვლელი და მრავალი მამაკაცისთვის საოცნებო ქალი, მსახიობი შორენა ბეგაშვილი, ძლიერი სქესის მიმართ, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებას განიცდის. გამოგვიცხადა, რომ გათხოვებაზე არც ფიქრობს და საერთოდაც არ უნდა. მისი
გულის დაპყრობა არც ისე ადვილი ყოფილა: არავითარი საჩუქრები და არავითარი დაკუნთული სხეული! მხოლოდ ადამიანობა – აი, ის, რასაც ქართული "ფლეიბოის" გოგონა მამაკაცში ეძებს და ჯერჯერობით ვერ პოულობს. შორენა ბავშვობიდანვე მიწიერად აზროვნებდა და გაფანატებულად არ ჰყოლია ოცნების მამაკაცი. როგორ ის ამბობს ბავშვობიდანვე უყვარდა ერთი ადამიანი, რომელიც მისი ქმარი გახდა.

-ალბათ აკვირდებით მამაკაცის სხეულს, თუ რამდენად სპორტულად გამოიყურება.

-იტყვი, ღიპიანი მამაკაცი როგორ უნდა მომეწონოსო, მაგრამ რომ შეგიყვარდება, მერე ამას ვეღარ ამჩნევ. ისე კი, სასურველია, ღიპი არ ჰქონდეს. პრინციპში, თავის მოვლა ვარჯიშს გულისხმობს და შესაბამისად ღიპიც აღარ ექნება. მე ვუვლი თავს და რად მინდა, ჩემ გვერდით მდგომ მამაკაცს რომ ჩამოკიდებული ხორცები ჰქონდეს?!

– ვთქვათ, მამაკაცი მოგეწონათ, მისი მატერიალური მდგომარეობით ინტერესდებით?


– ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად კი, თუ მამაკაცი ფინანსურად ძლიერია, ქალი მშვიდად არის.

-როცა მამაკაცი ბევრ საჩუქარს და სიურპრიზს გიძღვნით, ამით თქვენი გულის მოგებას ახერხებს?

-ძალიან ცოტა მჭირდება იმისთვის, რომ მამაკაცმა ჩემი გული მოიგოს – ელემენტარულად, ადამიანი უნდა იყოს და არ უნდა მიღალატოს. მე მხოლოდ სხვა ქალთან ღალატს არ ვგულისხმობ. ჩემიანი უნდა იყოს. საჩუქრები ცოტა მაღიზიანებს, რადგან მიჩნდება გრძნობა, რომ საჩუქრებით მყიდულობენ.

-მომავალ მეუღლედ როგორი მამაკაცი წარმოგიდგენიათ?

-წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორი მინდა, რომ იყოს. ერთი პერიოდი ვამბობდი, საერთოდ არ გავთხოვდები–მეთქი. ახლაც დაახლოებით იმავე აზრზე ვარ... მაგრამ არ ვიცი, ხვალ რა მოხდება.

0
1593
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
1593
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0