სხვა პირველი SMS 2012, 7 დეკემბერი, 22:31 პირველი sms, როგორც საშობაო მილოცვა 1992 წელს გაიგზავნა. გასულ წელს კი 8 ტრილიონი მესიჯი გაიგზავნა. პირველად მესიჯი 1992 წლის დეკემბერში გამოიყენა ნაილ ფაფუოსმა. ის 22 წლის ინჟინერი იყო და მესიჯი თავისი პერსონალური კომპიუტერის დახმარებით გაუგზავნა რიჩარდ ჯერვისს, რომელიც საშობაო წვეულებაზე იმყოფებოდა. პირველი მოკლე ტექსტური შეტყობინება "Vodafone"-ს ქსელით გაიგზავნა. ოფკომის საკომუნიკაციო ბაზრის ანგარიშის მიხედვით კი, საშუალო ბრიტანელი კვირაში 50 მესიჯს აგზავნის, ხოლო ბრიტანეთის მოსახლეობის 58% დღეში მინიმუმ ერთ მესიჯს მაინც გზავნის. 67 7-ს მოსწონს
|