ორი დღის განმავლობაში გაიმართა სტუდენტების აპარტიული სოლიდარობის აქცია პატიმრებისადმი. ორივე დღეს, ჩვენ ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ აქცია იმართებოდა თავისუფალი და დამოუკიდებელი სტუდენტების მიერ.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მხრიდან არის მცდელობა, რომ სტუდენტური პროტესტი გამოყენებული იქნას მათდა ”სასიკეთოდ.”
ჩვენი მრავალი თხოვნისდა მიუხედავად, ახალგაზრდული ფრთების წარმომადგენლები უხეშად ცდილობენ წარმოაჩინონ სტუდენტების აქცია, როგორც პარტიული აქცია, რაც ჩვენთვის, თავისუფალი სტუდენტებისთვის მიუღებელია.
ამასთან, სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები, თსუ–დან, ილიაუნიდან და სხვა უნივერსიტეტებიდან ცდილობენ, რომ აღიდგინონ მათი შელახული რეპუტაცია. ყველას მოეხსენება, მაშინ როდესაც საპატიმროებში აწამებდნენ პატიმრებს, თვითმმართველობები დაკავებულები იყვნენ უნივერსიტეტის შენობებში სტუდენტების ცემით და მათზე ძალადობით. ამასთან, მიგვაჩნია, რომ თსუ–ს თვითმმართველობას მიზნად აქვს დასახული გადაიტანოს ყურადღება უნივერსიტეტის პრობლემებიდან სხვა საკითხებზე.
შესაბამისად, ნარინჯისფერები ვთხოვთ და მოვუწოდებთ თავისუფალ სტუდენტებს ნუ შეუერთდებიან აქციებს, რათა მათი სახელი არ იქნეს გამოყენებული კონკრეტული სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიული ახალგაზრდების მიერ.
20.09.2012
რომელი ხარ ერთი მომიპიემე რა :)))