სხვა ოქროსფერი შემოდგომა 2012, 23 სექტემბერი, 17:49 ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს წელიწადის სხვადასხვა დროის მიმართ. უმრავლესობისათვის საყვარელი სეზონი ზაფხულია, რაც გარდაუვალ დასვენებასთან, ზღვასთან და რუჯთანაა დაკავშირებული. თოვლის მოყვარულები სულმოუთქმელად ელიან ზამთარს, ზოგს გაზაფხული იტაცებს, პირადად ჩემთვის კი წელიწადის საუკეთესო დრო შემოდგომაა. ყველაზე მეტად ოქტომბერი მიყვარს, ეს ის თვეა როდესაც არც ცხელა და არც ცივა, მოკლე სახელოებიანი მაისური და ერთი თხელი ჟაკეტი სრულიად საკმარისია. გაზაფხულის დასაწყისს იგივე ამინდი ახასიათებს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ გაზაფხულის მზე არ მიყვარს. შემოდგომა ჩემთვის ულამაზესი დროა, დღეს ლესელიძეზე მოვდიოდი და ვუყურებდი, როგორ ნელ-ნელა ყვითლდება ფოთლები და მიხარია, რომ სულ მალე ოქროსფერი გახდება თბილისი. ბავშვობაში, სკოლის პერიოდში ნასწავლი ლექსის დასაწყისიც კი გამახსენდა : "შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ... " ამის მეტი არ მახსოვს. :)))) ახლა კი რამდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ და აუცილებლად დამეთანხმებით, რომ შემოდგომა ყველაზე ლამაზი წელიწადის დროა. 1912 1-ს მოსწონს
|