x
image
bellatrix
შემცირდება თუ არა ელექტროენერგიის საფასური

imageწინასაარჩევნო პერიოდი ყოველთვის უამრავი დაპირებებით გამოირჩევა და არც კოალიცია ქართული ოცნება ყოფილა გამონაკლისი, დაპირებებს შორის კი არსებობს ისეთები, რომლებიც ძალიან მომგებიანია და გათვლილია საზოგადოების დიდ ნაწილზე და მათ ინტერესებზე. ასეთს მიეკუთვნება ელექტროენერგიის გადასახადის შემცირება და ქართული ოცნებაც წინა საარჩევნო პერიოდში აქტიურად გვპირდებოდა ტარიფების შემცირებას. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით უმრავლესობაში ქართული ოცნება მოვიდა და ყველა ველოდით თუ რას მოიმოქმედებდა ახალი გუნდი. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბიუჯეტში არ აღმოჩნდა საკმარისი თანხა იმისათვის, რომ წინასაარჩევნო დაპირება შესრულებულიყო. როგორც მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, ის ჯგუფი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ამ საკითხზე მუშაობდა არ იყო ჩახედული რეალურ ფინანსებში და ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება საფასურის განახევრება.

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0