" მის სამყარო"-2012- 19 დეკემბერს გაიმართება ლას-ვეგასში.
2012, 7 დეკემბერი, 12:56
61-ე "მის სამყარო"-2012 წლის 11-19 დეკემბერს გაიმართება ლას ვეგასის Planet Hollywood Resort & Casino-ში.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ არა მარტო მოდელებმა, არამედ საშუალო და დაბალი ტანის გოგოებმაც, მთავარია სახე ჰქონდეს ეფექტური და ტანი პროპორციული.ანგოლელი ლეილა ლოპესი ღონისძიების ბოლოს გადასცემს გვირგვინს ახალ "მის სამყაროს".კომკურსში 89 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, ტელევიზიით პირდაპირი ტრანსლიაცია მოხდება როგორც მონაწილე ქვეყნებში, აგრეთვე NBC, Telemundo და სხვა საერთაშორისო მაუწყებლობების ეთერშიც.საქართველოს სახელით კონკურსში მონაწილეობას მიიღებს "მის საქართველოს"წლევანდელი გამარჯვებული თამთა შედანია.(ქვემოთ მეორე სურათი, მარცხნიდან პირველი.) აღსანიშნავია, რომ ქართველი მოდელი ინტერნეტ გამოკითხვის წინასწარი შედეგებით პირველ ხუთეულში დომინირებს, ასე, რომ მას გამარჯვების შანსი ნამდვილად აქვს.