შოუბიზნესი შორენა ბეგაშვილმა და თიკო სადუნიშვილმა იჩხუბეს 2012, 13 აპრილი, 22:21 ქართველი მამაკაცებისთვის ყველაზე სასურველმა შორენამ და თიკომ ერთმანეთს ურთიერთობა “თბილის ლაივის’’ გადაცემაში დაუძაბეს. ერთ-ერთ სიუჟეტში თიკო შორენას სთხოვს, შენს სტილისტს, გუდუს აკოცეო. ბეგაშვილი თხოვნას არ უსრულებს, კამერის წინ არ ვკოცნიო. ამის შემდეგ თიკო ეკითხება - ამაზე უარესი რამ არ გაგიკეთებიაო? და საწოლის ცნობი კადრს ახსენებს ფილმიდან “ოცნების ქალაქი’’. ამის შემდეგ თიკო სთხოვს მე მაკოცეო, რომელსაც შორენა უსრულებს. -კოცნის მერე თქვენს შორის შავმა კატამ გაირბინა ეკითხებია თიკოს.-ჰო... ეტყობა მამაკაცებთანაც ასე ასრულებს... თიკოს ამ კომენტარიდან რამდენიმე დღეში, ორი სკანდალური წამყვანი “მასმოდაზე” შერიგდა. როგორც თიკომ გვითხრა: “არ არის გამორიცხული მსგავსი რამ მათ შორის კიდევ განმეორდეს, რადგან ეს მისი გადაცემის სტილია”. შორენა კი გამოგვიტყდა: “ბუტია ვარ და ყველაფერზე ადვილად ვბრაზდებიო”.3552 7-ს მოსწონს 4-ს არა
|