შოუბიზნესი "გაქცევის" მსახიობები 2012, 6 დეკემბერი, 18:44 ლინკოლნის როლს დომენიკ პარსელი ასრულებს. დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ავსტრალიაში, ჰყავს ნორვეგიელი მამა და ირლანდიელი დედა. აი, ამან უნდა თქვას ინტერნაციოლალურ გარემოში ვიზრდებოდიო. ერთ დღეს ჩვენს დომენიკს ყველანაირი საქმიანობა მოჰბეზრდა და შედეგად, დრამის სკოლაში ამოყო თავი. ავსტრალიაში ის ტელევარსკვლავი გახდა, თუმცა 2000 წლიდან "გრინ ქარდის" მიღების შემდეგ ამერიკაში გადასახლდა ოჯახიანად და კარიერა იქ მოიწყო. მისი მასწავლებელი ცნობილი ჰიუ ჯეკმენი ყოფილა. ცოლს გაშორებულია, ჰყავს ოთხი შვილი. მაიკლ სკოფილდის როლს ვენტვორფ მილერი თამაშობს. ჰოლივუდში მას არცთუ სუფთა რეპუტაცია აქვს. ერთ-ერთმა სკანდალურმა ჟურნალისტმა ისიც კი გამოუქექა, რომ გეია, თუმცა დანადვილებით ვერავინ იტყვის. 1972 წლის 2 ივნისს ინგლისში დაიბადა, მაგრამ ამერიკაში, ნიუ-იორკში გაიზარდა. თქვენ წარმოიდგინეთ და, პრისტონის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ინგლისური ენის სპეციალისტია. მისი კარიერა 1997 წლიდან დაიწყო. 2003 წელს ენტონი ჰოპკინსსა და ნიკოლ კიდმანთან ერთად გაიბრწყინა ფილმში, შემდეგ მერაია ქერის კლიპშიც მიიღო მონაწილეობა. 2005 წელს მისი პოპულარობა გაათმაგდა, როცა "გაქცევის" მთავარი როლის შესასრულებლად მიიწვიეს. ამ სერიალისთვის მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. სარას როლს სარა ვეის ქოლიკი თამაშობს. ის ჰავაიზე 1977 წლის პირველ ივნისს დაიბადა და იქვე გაიზარდა. იგი გათხოვილია და ჰყავს ერთი შვილი. 132 5-ს მოსწონს 1-ს არა
|