x
image
jango
ქეთა თოფურიას ყვითელმა ტრუსებმა რუსული პრესა მოიცვა

imageქეთა თოფურია უკვე კარგა ხანია რუსეთში პაპარაცების ყურადღების ცენტრშია. ქართველი მომღერალი ბევრ სკანდალში ეხვევა, უკვე კარგა ხანია რუსეთში არსებობს ასეთი მომსახურება, ცნობილი ადამიანი გამოძახებით დიდი ფულის სანაცვლოდ, როგორც ჩანს ქეთა უკვე ისეთი პოპულარულია, გამოძახებებზეც დადის. რამდენიმე დღის წინ ქეთა ყველაზე სექსუალურ რუს ქალბატონთა სიაშიც შეიყვანა მამაკაცების ჟურნალმა FHM-მა. რუსმა მსახიობმა და მომღერალმა გოშა კუცენკომ 45-ე იუბილე საკუთარ ჯგუფთან -ГК-სთან ერთად გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა. Arma Music Hall-ში გამართულ იუბილეზე რუსული შოუ-ბიზნესის მრავალი ცნობილი სახე შეიკრიბა, მათშორის იყო მომღერალი ქეთა თოფურიაც, რომელმაც პაპარაცებს თავი საცვლებით დაამახსოვრა. image


წვეულებაზე მომღერალი ძვირადღირებული "მერსედესით" მივიდა. ავტომობილიდან გადმოსვლისას ფოტოგრაფებმა ის უხერხულ პოზაში გადაიღეს. მოკლე კაბა მაღლა აიწია და "ა-სტუდიოს" სოლისტს ყვითელი ტრუსები გამოუჩნდა. საღამოს განმავლობაში თოფურიას მხიარული ფერის საცვალმა კიდევ რამდენჯერმე გაიელვა ფოტოკამერებისა და კონცერტზე მიწვეული სტუმრების თვალწინ. ქეთა თოფურია პოპულარული გახლავთ რუსეთში, თუმცა მისი რეიტინგი საქართველოში ეცემა. ქეთამ ბევრჯერ განაცხადა, რომ ის თავის საქმეს აკეთებს და არ ანაღველბს არაფერი რასაც მასზე ამბობენ.




0
3935
4-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
3935
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0