x
image
აკაკი79
წარსულის ლანდი


image თვალებში ცისფერი შუქი დაილექა, როცა ზღვის არც თუ ისე დიდმა ტალღამ პირველად გადმოცურა ნაპირი, პირველამ მიტომ რომ მხოლოდ მისი ფანტაზიები იცნობდა თვალუწვდენელ წყალს, ნავებს და თევსაჭერ გემებს. ისიც სკოლის წიგნებიდან, უფრო სწორედ პატარა ნახატებიდან. ალისფერი ზოლი, შორს გადაჭიმული უწყვეტ ხაზად სადღაც მაინც მთავრდებოდა, ალბათ უნდოდა ეთქვა უსასრულობა არ არსებობსო, ბუნება და მასში მიმდინარე მოვლენები ხომ შემოქმედის ენით მეტყველებენ ხშირად, “თვალები გაქვთ და ვერა ხედავთ, ყური გაქვთ და ვერ გესმით” ო აკი გვეუბნებოდა სიცოცხლის ნათელი სხივი სანამ ჩააბნელებდა მას პროგრესი, სანამ უსულო საგნები გაბატონდნებოოდნენ. სანამ ადამიანი გონიერ რკინას და პლასმას დაიმეგობრებდა. ასე ილექება ყოველ ჩვენგანში ჭუჭყი და მტვერი ამორალური ნარჩენებისა, როგორც ის მოცეკვავე მზის სხივები მის მეოცნებე თვალებში.
მატარებლის რიტმულ ხმას ძლივს ფარავდა გოლიათის თავისებური ხრიალი, ნაპირებს იმდენად უსწორმასწორო რელიეფი გასდევდა რომ წადაუწუმ იკარგებოდა წყალი. ნეტავ ასეთ სიხარულს რომ ხანგძლივი გაგრძელება ქონდეს აიტანს გული, მგონი ადამიანი ტანჯვას უფრო უძლებს ვიდრე სიხარულს.
ცხელი ქვიშა.
უკვე მერამდენედ ჩაამუხვლინა წვეტიანმა ქვამ და ააკვნესა კიდეც. წყალი სველი და ლაშე, ნაპირთან მღვრიე ტალახივით, იქ სადაც ერთმანეთში ირევა შავი ხვინჩკები, მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ არ აღელვებს ორ პატარა ბიჭს, ხანში შესულ დედას კი თვალები დამწუხრებია, უკვირთ რატომ არ ხალისობს დედა ამხელა სასწაულლის წინაშე, რატომ მათსავით არ დარბის ქვიშაზე, უკვირთ და პასუხი ვერ უპოვიათ.
უცებ გადაყლაპეს ორი ცალი თურქული ფურფუტი პური, ასე ეძახის დედა მათ, აქ ხომ ყველაფერი თურქული უვარგისია და რუსული კარგი, მარგებელი, გემრიელი, ჩექმაც კი რომელმაც ერის უთვალსაჩინოეს ადამიანებს ტვინი ასხმევინა კედლებზე, გამძლე და პრაქტიკულია. ახალმა ცხოვრებამ ცხადყო ქარაფშუტა არაფრისმცოდნე ადამიანები, ისინი უსუსური ჭიებივით მიაწყდნენ ბანკის კედლებს, რომლიდანაც უხვი ცხოვრება მოსჩანდა, გვერდით კი ჩაუარა უამრავ მათგანს თვალისმომჭრელმა ფუფუნებამ ისე რომ ვერც შეეხნენ საბრალონი. ამ ნამდვილ ბუნებრივ ფესვებ მოწყვეტილ უღირსებო გროვას ეს მახინა ინახავდა ათწლეულები, უცოდინარ ნასწავლებს კვებავდა სიყალბეში დამხვრჩვალი სისტემა და აჰა შედეგი, დაიმსხვდა რკინის ჟალუზები, დაინგდა სისხლით შეკოწიწებული კედელი და მერე რისთვის? უკვე ნანობენ. იმედის სხივი რომელიც მხურვალე მზეს ამოიყვანდა ცის კაბადონზე რატომღაც ღრუბლებმა გადაფარა. ეჰ ძლიერზე ძლიერი ყოფილა მანკირება, ზნე და ამ ზნეში გადაგლესილი თავკერძული ელემენტები.
-თუ შეილება დილამდე დავრჩებით შენთან.-ეუბნება თითქმის მუდარით ქალი მასპინძელ ქალს რომელიც მისი ძველი ნაცნობია.
ჭერი რაღაცნაირად მოუხატავთ, გლეხის სამოსში გამოწყობილი ბერიკაცი მისდევს შოლტით დიდ თვალება ხარებს, ნელა იპარება შემოდგომა და სიკვდილის ყვითელი ხელები მხულვარედ ეფერება მინდვრებს, ტყეებს.თავის შვილებს.
ყავისფერი ბინდი ფარავს მუქ ფრთიან არწივს. ნელა, პარვით მოძვრება სიბნელე ყმაწვილის დაქანცულ თვალებში და სააცა ჩაეძინება კიდეც, მაგამ არაა, ჯერ დასვენება შორსაა, რადგან მასპინძელმა მეზობლის სიტყვით კულტულურად მოიშორა ორი პატარა ბიჭი გულდაგესლილ დედასთან ერთად და ისევ მატარებელი, ოღონდ უკვე ბნელი და ხმაურიანი, უკვე აღარ არის ჰორიზონტი ალისფერი ხაზით დასერილი და სინათლეც იქვე ახლოს მთავრდება, სიბნელე სიბნელე უფრო დიდი ყოფილა, ფიქრობს მაგარ კოიკაზე გულაღმა მწოლიარე და თვლემს. ჩრდილები, ჩრდილები ჩრდილები ცვლის ერთი მეორეს, მათი საუფლო არ მთავრდება, იწელებიან ვარსკვლავებამდე შავი ჩრდილები. აგერ მოაგევლებს ყორნისფერ რაშს მამაცი რაინდი და მის უკან უთვალავი ცხენოსანი მისდევს ფეხდაფეხ, ეკვეთნენ მოზღვავებულ მტერს. შუა განკვეთა მათი რიგები რაინდმა...
მეტი არარ შეუძლია გონებას, თან დედას ძინავს უკვე, ლანდები, შავი ლანდები მოსდევენ მატარებელს რომელიც უშიშრად მიარღვევს ბნელს და აჰა შთაინთქა კიდეც შიგნით.
ა.ვ. 2011

0
36
2-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0