x
image
აკაკი79
მხურვალე წუთი

ალბათ ყველას ახსოვს ის ნეტარი წუთი როცა პირველად ჩაესმა დედის მოალერსე ბგერები ყურში, არის ამ ხმაში რაგაც საოცარი, მუსიკაზე უფრო ტკბილი, უფრო ძვირფასი ვიდრე დანარჩენი სხვა. ყველას ნათლად ახსოვს ის სანუკვარი წამი როცა სიყვარულით ათრთოლებული ხელები ერთმანეთს შეეხნენ, ახსოვთ როგორ ცახცახებდა სხეულის ყოველი ასო, როცა ვნებისგან ალმოდებული ტუჩები შეერთდნენ და თითები უნებურად გაიხლართნენ ერთმანეთში. არის წუთები როცა სული თავისთავად მღერის შიგნით და ეს ჰანგები ძალიან გავს კახურ ლალეს, ლაზურ ნანას, თუშურ მეცხვერეს, ეს წყარო დაუშრობელია ჩვენი გულებისთვის და როგორც კი შეეხებიან იწყებს დინებას. ანკარა ნაკადულივით მოჩუხჩუხებს იგი ერთი გონებიდან მეორეში, სხეულიდან სხეულში და ეს პროცესი უსასრულოდ გრძელდება. ხშირად არაფრის მთქმელია მონიტორი რომელზეც დროდადრო გაირბენს ქალის მოშიშვლებული მკერდი, თეთრი ხაზები ცისფერ ფონზე და ახალი შეტყობინების აუტანელი წრიპინი.

ჩვენ შინაგანად ვგრძნობთ, რომ ვცარიელდბით, უსულო საგნები ვერაფერს მოგვცემს ისეთს, თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. ვხვდებით თუმცა იშვიათად, ადამიანს სიყვარულით გაჯერებული გარემო სჭირდება რომ ადამიანად რეალიზდეს, გული გაუთბეს და აღიაროს სიკეთის უპირატესობა.
არის უტკბესი წუთები და დროის ეს პატარა, თითქმის უმნიშვნელო მომენტები ქმნის ჩვენს ხასიათს, ქცევას და პიროვნებას. წუთები რომელშიც საუკუნე იოლად თავსდება, დროის ციცქნა მონაკვეთი რომელიც გვიღვიძებს სიცოცხლის მადას და გვაძლევს სტიმულს რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთს მოვეფეროთ, ადამინური სითბო გაუნაწილოთ. ასეთი წუთები სიახლეს მოაქვს, რაღაც ახალს, ჩვენთვის ჯერჯერობით უცხოს რომელსაც შიშით და დაუცხრომელი ინტერესით შევცქერით ყველა, უმეტეს წილად ამ ახალი შეგრძნებებით ვკვებავთ ჩვენს შინაგან სამყაროს და აღარ გვძალუძს ამ უხლავი ძაფების გულიდან ამოგლეჯა
imageსიახლე რომელიც მხურვალე გულმა წლები ინახა და ახლა აქ, ამ სცენაზე უნდა დაიღვაროს სიტყვებად და მუსიკად ქცეული, თეთრ ხაზად გაჰყვება ამ ივლისის საღამოს, გაზაფხულის აფეთქებულ კვირტებს გაედევნება ფანტაზიის ხევში გადაჩეხილი ფიქრები და მათი სურნელის მორევში დაიძირება ივლისის სავსე მთვარე რომელიც ეს ესაა თავზე დაგვაყრის მოვერცხლილ სხივებს. დაე წუთით მაინც ათრთოლდეს თქვენი გულები, დაე ზღვასავით ბობოქარი გრძნობები მრისხანე ტალღებივით დაეძგერონ ქედმაღლობის ცივ კლდეებს და ნამსხვრევებად აქციონ ის, დაე სიყვარულის მდინარემ იოლად გადალახოს სიძულვილის ჯებირი, გაგვათბოს ყველა და ეს წუთი დაგვიტოვოს ნათელ შეგრძნებად.

ა.ვ.



0
28
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0