პროზა მხურვალე წუთი 2012, 1 დეკემბერი, 21:59 ალბათ ყველას ახსოვს ის ნეტარი წუთი როცა პირველად ჩაესმა დედის მოალერსე ბგერები ყურში, არის ამ ხმაში რაგაც საოცარი, მუსიკაზე უფრო ტკბილი, უფრო ძვირფასი ვიდრე დანარჩენი სხვა. ყველას ნათლად ახსოვს ის სანუკვარი წამი როცა სიყვარულით ათრთოლებული ხელები ერთმანეთს შეეხნენ, ახსოვთ როგორ ცახცახებდა სხეულის ყოველი ასო, როცა ვნებისგან ალმოდებული ტუჩები შეერთდნენ და თითები უნებურად გაიხლართნენ ერთმანეთში. არის წუთები როცა სული თავისთავად მღერის შიგნით და ეს ჰანგები ძალიან გავს კახურ ლალეს, ლაზურ ნანას, თუშურ მეცხვერეს, ეს წყარო დაუშრობელია ჩვენი გულებისთვის და როგორც კი შეეხებიან იწყებს დინებას. ანკარა ნაკადულივით მოჩუხჩუხებს იგი ერთი გონებიდან მეორეში, სხეულიდან სხეულში და ეს პროცესი უსასრულოდ გრძელდება. ხშირად არაფრის მთქმელია მონიტორი რომელზეც დროდადრო გაირბენს ქალის მოშიშვლებული მკერდი, თეთრი ხაზები ცისფერ ფონზე და ახალი შეტყობინების აუტანელი წრიპინი. ჩვენ შინაგანად ვგრძნობთ, რომ ვცარიელდბით, უსულო საგნები ვერაფერს მოგვცემს ისეთს, თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. ვხვდებით თუმცა იშვიათად, ადამიანს სიყვარულით გაჯერებული გარემო სჭირდება რომ ადამიანად რეალიზდეს, გული გაუთბეს და აღიაროს სიკეთის უპირატესობა. ა.ვ. 28 3-ს მოსწონს 1-ს არა
|