პროზა მე ვარ სიკვდილი 2012, 29 ნოემბერი, 0:23 მე ვარ სიკვდილი, ჩვეულებრივი, უბრალო არყოფნა. სულ პატარობიდან ისე, რომ თვალიც არ მქონდა გახელილი, შემეყარა შავი ვირუსი და მის შემდეგ ვატარებ სხეულში მიკრობს, პატარა შავ ბირთვს რომელსაც სიკვდილი ქვია და რომელიც ყოველ დღე იზრდება როგორც სიმსივნე. არა გადამდები არ არის, დამერწმუნეთ ყოველ თქვენგანს თან დაგყვათ ის, ამიტომ არ შეგეშინდეთ სიკვდილი გადამდები არ არის, ის თანდაყოლილი სენია, თანდაყოლილი ბეჭედი შემოქმედისა, რომელშიც არის თავმოყრილი ჩვენი სისუსტეც და სიმხნევეც. ხო ხო ეს მე ვარ, ბნელი სევდიანი სიკვდილი, მთის თეთრი წვერიდან გადმოვარდნილი პატარა გუნდა, წყლად და მიწად ქცეული ქიმერა. პატარა ნატეხი, ნაგლეჯი, მოლეკულა და თუგინდ ასე იფიქრეთ ყველაზე უმცირესი ატომი, ერთი ციცქნა ნაწილი სამყაროსი. სიკვდილი, სიბნელე, მტვერი და ჭუჭყი, მიწა ხარ თუ მიწაზე მეტი დამღალა ფიქრებმა, დავიქანცე მაგრამ მაინც ვერ გავეცი კიტხვას პასუხი. რა არის სიკვდილი?? ბოლო წერტილი? დასასრული?? თუ გარდაცვალება და ახალი სიცოცხლის დასაწყისი?? რა ვქნა მე, მე ცოცხალმა რეალურმა არსებამ როცა დაბადებიდან დამყვება წყეული დაღი, ნიშანი სიკვდილის წილი, მთელი ცხოვრების მოუშორებელი ლაქა. რა შეუძლია უმწეო არსებას, მიწას, მტვერს, გარდა იმისა რომ იყოს გაუგებრობაში, რეალურსა და იდეალურის ქსელში გახვეული და განწირული საბოლოოდ დაკარგვისთვის, რამდენი ფიქრი, აზრი, შური, სიყვარული, სიძულვილი, ძწორლვა და შიში უნდა მოასწრო ადამიანმა წუთში, რამდენი უნდა ეწვალო და ეტანჯო და მერე რისთვის?? ხო მაინც ვერ განიკურნები იმ სენისგან, ხო მაინც უნდა დაუბრუნდე საწყის პოზიციას, განა შეიძლება ირეალური. რეალური და სურეალური ერთნაირად ცხოვრობდეს არსებაში და ერთნაირად ამოძრავებდეს, ყოველი მათგანი თავისკენ ექაჩებოდეს და იყოს გაკიდებული ყველაფერსა და არარას შორის?არ ვიცი არ ვიცი დამღალა ამ ფიქრებმა და მინდა ახლა სიცოცხლლეზე ვიფიქრო, თუმცა რომელ სიცოცხლეზე რეალურზე რომელიც სიკვდილს ყავს კლანჭებში მოქცეული თუ იდეალურზე რომლის არსებობა ყველაზე მეტად გვეეჭვება კონკრეტულ სიტყვაციებში. რწმენა ხო დიდი ძალაა მაგრამ განა გადაგვარჩენს ის სიბნელისგან? სად არის ჭეშმარიტება, სად გადის ზღვარი სინამდვილესა და ფანტაზიას შორის? გაგცემთ ვინმე ამაზე ისეთ პასუხს რომ თქვენი ცნობისმოყვარება ამოსწუროს და საბოლოოდ დააკმაყოფილოს? რა არის სიცოცხლე, აღქმა?? გრძნობა?? ტკბობა??თუ ერთად ყოველივე რასაც ყოველ დილით თვალის გახელასთან ერთად შევიგრძნობთ?მაგრამ თვალს ყოველ დილით არ ახელ, რომ საბოლოოდ იხუჭება, ეს სიცოცხლე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ხომ უეჭველი წყდება, მთავრდება, ჩვენი ჩვევები, ხასიათები, ფიქრები ხომ აქ რჩება და ნეტავ რა მიგვაქვს იქით?ნეტავ ჩვენი მე რაც ქმნის ადამიანს, პიროვნებას, ის მიდის იქით? ის აგრძელებს სიცოცხლეს? ნეტავ კი ასე იყოს. ერთ რამეში კი ნამდვილად ვარ დარწმუნებული არ შეილება ასე უაზროდ გავქრეთ, არ მჯერა რომ არაცოცხალმა ბუნებამ შექმნა სიცოცხლე, ვერ დავიჯერებ რომ ჩემიი უძველესი წინაპარი უსიცოცხლო ქვა იყო, ანდაც რომელიმე მინერალი. ჯერჯერობით კი ერთი ვიცი მე ვარ სიკვდილის პატარა ნაწილი, წყეული მიწა და მოჩვენება, რადგან ამით და სწორედ ამით განისაზღვრება ჩემი ციცქნა სიცოცხლეც, მერე კი ვნახოთ რა იქნება და სად მიმიყვანს გაუგებრობის შავი ხვრელი. 73 2-ს მოსწონს 1-ს არა
|