სხვა სისხლის ჯგუფი ადამიანის ხასიათის გამოსაკვლევად 2012, 26 ნოემბერი, 13:32 ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში 5 ლიტრამდე სისხლია. ეს ალისფერი სითხე დღესაც საიდუმლოებითაა მოცული და ახალ-ახალ გამოცანას გვთავაზობს. შეყვარებულთა სისხლში სასქესო ჰორმონების, ესტროგენების მომატებული რაოდენობაა. საინტერესოა, რატომ? სტატისტიკურად დადგენილია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო ხშირად ემართებათ მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ქალებს. გამოკვლეულია ისიც, რომ ადამიანის ხასიათი დამოკიდებულია მისი სისხლის ჯგუფზე.
პირველი ჯგუფის სისხლის მქონენი არიან იღბლიანნი, მებრძოლნი, ხშირად ლიდერობენ ბიზნესში, სპორტში, ხელოვნებაში. ხანდახან ისინი უხეშობითა და სისასტიკითაც კი გამოირჩევიან. მიზნის მისაღწევად უკანდახევა არ ახასიათებთ. მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები გამოირჩევიან გულმოდგინებით, მომხიბვლელობით. შეუძლიათ იმუშაონ ძლიერი სტრესის პირობებში. მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან მგრძნობიარენი, მელანქოლიურნი, თავაზიანნი, მაგრამ ძალიან მომთხოვნი თავის თავისა და სხვების მიმართ. მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ხასიათდებიან ემოციური ხასიათით, უყაირათობით. ვერ ახერხებენ ფინანსების სწორად განაწილებას. არ არიან გამჭრიახი გონების მქონენი. მათ ახასიათებთ შინაგანი კონფლიქტები და ნაკლებად აღწევენ წარმატებას პირად ცხოვრებაში. 1496 10-ს მოსწონს 1-ს არა
|