კვირაში 7 დღე ვიღიმები. გიჟი არ გეგონოთ, უბრალოდ სახეზე მაქვს ღიმილის ფარდები, რომლებიც ჩემს მწუხარებას, სევდას და რეალურ სახეს ფარავენ. თქვენ კი, არასოდეს გიჩნდებათ სურვილი გადასწიოთ ეს ფარდები, ან საერთოდ ჩამოხსნათ.
თუმცა ალბათ ასე სჯობს...
დღეში 24 სთ. ვიღიმები, მაგრამ რასაც თქვენ ხედავთ კომედიაა, ისე რა სპექტაკლით, ტრაგი–კომედია, რომლის ფინალს არასოდეს უცდით.ანდა ალბათ, არც აქვს დასასრული.ბრაზილიური სერიალივითაა და უკვე 287–ე სერიაა .
აი, ახლაც ვიღიმი, მაგრამ ვაი, ამ გაღიმებას...
ვიღიმი მაშინ :
როცა მტკივა,
როცა მწყინს,
როცა სევდიანი ვარ,
როცა გაგცევა მინდა და
როცა თვითმკვლელობას ვირჩევ...
მკითხავთ ალბათ, რისგან გინდა გაგცევა, რატომ, ან თუ გაგცევა გინდა რატომღა იღიმებიო,
–ყველაფრისგან მინდა გაგცევა:
ცხოვრებისაგან...
ჩემი თავისაგან...
თქვენგან...
ხო, თქვენგანაც...
განა ჩემთვის,
განა ჩემი თავის გადასარჩენად,
განა ჩემი სულის ხსნისათვის,
თქვენთვის...
თქვენ...თვის...
P.S.გიჟი არ ვარ ...
თ.გაჩეჩილაძე (06.07.2011წ.)