დაიბადა-4კგ. (წონას არც ახლა ვუჩივი )),
სიმაღლე-52სმ.(მის მერე არც გავზრდილვარ, როგორც ჩანს )),
დაბადების დრო-1990 წლის 3 ოქტომბერი (აქვე აღვნიშნავ, რომ ვარ 10 თვიანი, 3 სექტემბერს
მელოდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად )), 14:30სთ-ზე.ოთხშაბათი,
განსაკუთრებული ნიშნები-დიდი ცისფერი თვალები და თეთრი პირისახე, (თქვენ კი არა არც მე არ მჯერა, აბა რამ გამიმუქა ეს თვალები და სახეე? ( ეტყობა შეუცვალეს ჩემს მშობლებს ბავშვი )
პირველი სიტყვა- ადე;დედა (სულაც არ ვყოფილვარ ბანალური ბავშვი, ჯერ ადე ვთქვი და მერე დედა )),
ჩემს დას ვეძახდი- ათია (ნათია), ძმას-ამინანი (ამირანი)
პირველი წინადადება- ეს ა ალი?
პირველი საყვარელი სიმღერა-"დარი, დური, დარი დური, დარი დარალე, შენ გენაცვალე... " ( ნათლიაჩემის
მამის დამსახურებაა, სულ იმათთან ვიყავი და ის კარგი მოქეიფე კაცია ),
პირველი საყვარელი ლექსი- "ნაძვის ხე ვარ, ნაძვის ხე ვარ,
გული ლხენით აგვივსე, ნუ დაგვღალე თოვლის პაპა,
საჩუქრები გვაღირსე ...". (არადა მომთხოვნი ბავშვი არ ვყოფილვარ).
P.S.აი, ცოტა რამ ჩემი პატარაობის შესახებ, რომელსაც მივაგენი დედიკოს ძველ ბლოკნოტში.