x
უცნაური რომანი

ყველაფერი რაც უცნაურია საინტერესოა,
ამიტომ იმედი მაქვს მოგეწონებათ.


- გამარჯობა!
- გამარჯობა?!
- მე ლექსო, თქვენ?
-???
- პირდაპირობა ყველაზე კარგი თვისებაა, არ მეთანხმებით?
- :) მეგი.
- ლამაზი სახელია!
- ყველას ასე ეუბნებით?
- ვისაც ლამაზი სახელი აქვს კი :))
- :)
- ღიმილი გიხდებათ :).
- თქვენ ისე რა! :).
- მე ვთქვი ხომ, რომ პირდაპირობა ყველაზე კარგი თვისებაა?
- დიახ :).
- ვიჩქარე, როგორც ჩანს, ზოგჯერ დაფიქრებაც საჭირო ყოფილა.
- ნამდვილად.
- ცოლად გამომყვებით?
- თქვენ ხომ არ მიცნობთ?!
- მერე რა? მთელი ცხოვრება წინ გვექნება მაგისთვის.
- და იქნებ უკეთ რომ გამიცნობთ, მერე აღარ მოგინდეთ, რომ თქვენი ცოლი ვიყო.
- შეუძლებელია!
- რატომ?
- ყოველთვის ასე ხდება, მაგრამ ჯერ ისევ ცოლ-ქმარი არიან. თავიდან არასოდეს იცნობენ ერთმანეთს ბოლომდე. ქორწინება ადამიანს ცვლის. ასე კი, ბევრად საინტერესო იქნება.
- კი მაგრამ, იქნებ გათხოვილი ვარ? თქვენ ესეც კი არ იცით.
- გათხოვილი ხართ?
- არა!
- უკვე ვიცი :).
- კიდევ ბევრი რამ არის საჭირო, რომ გაიგოთ.
- მაინც რა?
- მაგალითად, ჩემი ოჯახი.
- მე თქვენ მომყავხართ ცოლად და არა თქვენი ოჯახი.
- და სიყვარული?
- მე თქვენ მიყვარხართ!
- გიყვარვარ?!
- მიყვარხარ!!!
- ერთ დღეში შეგიყვარდით? უფრო სწორედ, სულ რაღაც 10 წუთში.
- არა! მე თქვენ მთელი ცხოვრებაა მიყვარხართ, უბრალოდ ახლა გიპოვეთ.
- საინტერესოა :) დიდხანს მეძებდით?
- მთელი ცხოვრება, იმედიც კი გადამეწურა უკვე.
- მე რომ არ მიყვარხართ?
- შეუძლებელია!
- რატომ?
- როცა ასეთი გრძნობაა, არ შეიძლება ცალმხრივი იყოს.უბრალოდ, მე მალე მივხვდი მაგას, თქვენ დრო გჭირდებათ.
- შეიძლება :).
- კარგით, დროებით!
- მიდიხართ?!
- დიახ!
- მერე არ გეშინიათ?
- არა, ჩვენ კვლავ შევხვდებით.
- რა იცით?
- ეს ჩვენი ბედისწერაა!
- ბედისწერის ასე გწამთ?
- რა თქმა უნდა, თქვენ არა?
- არ ვიცი...
- ხვალ 2 სთ-ზე გნახავთ.
- სად?
- როგორ თუ სად?! ეკლესიაში, ჯვარს ვიწერთ.
- რა იცით, რომ მოვალ?
- ვიცი.

P.S. Happy End!
თ.გაჩეჩილაძეimage

18
461
12-ს მოსწონს
ავტორი:te3e
te3e
461
  
2013, 1 ნოემბერი, 23:37
ლამაზი სიგიჟეა...)))
2012, 8 ნოემბერი, 20:06
მადლობა :)
2012, 8 ნოემბერი, 16:33
ძალიან მომწონხარ....
2012, 30 ოქტომბერი, 11:19
+++++
2012, 30 ოქტომბერი, 11:13
+1
2012, 25 ოქტომბერი, 19:49
+++++++++++++++++++++++++++++
2012, 24 ოქტომბერი, 18:49
+++++++++++++++++++
2012, 24 ოქტომბერი, 18:47
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
2012, 23 ოქტომბერი, 17:54
+111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10