x
image
ტორნადო07
როგორ ვისწავლოთ ბედნიერად ცხოვრება?
imageამ სტატიაში საუბარია იმაზე თუ, როგორ გავხდეთ ბედნიერი ადამიანი ჩვენს ოჯახში. იმაზე თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს ოჯახში დამოკიდებულია მთელი ჩვენი ცხოვრების ხარისხი. რა უნდა გავაკეთოთ ბედნიერებისათვის?

თქვენ უნდა შეისწავლოთ სიყვარულის 5 სხვადასხვა ენა.


1)დადებითი სიტყვების ენა: ასეთი ადამიანისათვის მიუღბელია კრიტიკა. ის მას პირდაპირ გულში ხვდება. უცაბედად წარმოთქმულმა ფრაზამ შეიძლება ემოციების და წყენის ნაკადი გამოიწვიოს.


2)ხარისხიანი დრო: თუ ადამიანი ამ სიყვარულის ენაზე ლაპარაკობს, მისთვის მნიშვნელოვანია საყვარელ ადამიანთან საუბარში დროის გატარება. სხვა ყველაფერი მისთვის არც ისე მნიშვნელოვანია.



3)საჩუქრების მიღება: ზოგიერთ ადამიანს ძალიან უყვარს საჩუქრები. მათთვის ეს სიყვარულის გამოვლენის ხერხია. ამასთან საჩუქრის ღირებულებას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ საჩუქრის ჩუქებისას თქვენი სიყვარული გამოხატოთ.


4)მსახურების აქტები: დიახ ზოგიერთებისთვის ეს ენაც მნიშვნელოვანია. ანუ ჩვეულებრივი ოჯახური საქმეების კეთება (საჭმლის მომზადება, დაუთოება და სხვა) მათთვის სიყვარულის გამოვლინებაა. ბუნებრივია, რომ ასეთი ადამიანი იგივეს სხვებისგან ელოდება.


5)ფიზიკური შეხება: ასეთი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი კონტაქტის შეგრძნება. კოცნა, ჩახუტება ყველაფერი მნიშვნელოვანია. თუ პარტნიორი სხვა ენაზე საუბრობს შესაძლოა განშორება. ღალატს ასეთი ადამიანები თითქმის არასოდეს პატიობენ.


და რა ენაზე ლაპარაკობთ თქვენ? როგორ გავიგოთ?


იფიქრეთ რას ითხოვთ თქვენი პარტნიორისგან და როგორ გამოხატავთ თქვენს სიყვარულს? ეს იქნება თქვენი სიყვარულის ენა.


როდესაც თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის სიყვარულის ენა ერთმანეთს ემთხვევა ეს ბედნიერ ადამიანად გაქცევთ. თუ თქვენ სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობთ წყენას თავიდან ვერ აიცილებთ. შეეცადეთ შეისწავლოთ თქვენი ოჯახის წევრების სიყვარულის ენა და ილაპარაკეთ მასზე.

1
152
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
152
  
2012, 22 ნოემბერი, 22:01
3 გარდა ყველა ჩემი ენაა )))
0 1 1