x
image
t.x.
მოსწავლე გოგონებმა თანატოლი ტვინის შერყევამდე სცემეს
imageსკოლის მოსწავლე გოგონა თანატოლებმა ისე სცემეს, რომ თავის ტვინის შერყევა მიიღო, ასევე აღენიშნება სილურჯეები და სხვადასხვა დაზიანებები.

პოლიციის მონაცემებით, 14 წლის 4 გოგონა ინციდენტის დღეს იყვნენ სწრაფი კვების კაფეში, სადაც წაკამათდნენ გვერდით მაგიდასთან მჯდომ თანატოლთან. საქმის გასარჩევად ქუჩაში გავიდნენ. კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ვიდეოფირზე დაფიქსირებულია, მოზარდები როგორ ურტყამენ დაზარალებულს. მოჩხუბრები გამვლელმა გააშველა.

მომხდარზე პოლიციაში დაზარალებულის დედამ განაცხადა. ინტერნეტში განთავსებული იყო ჩხუბის ამსახველი ვიდეორგოლიც. ყველა მონაწილე მშობლებთან და ადვოკატებთან ერთად პოლიციაში დაიბარეს. ერთ-ერთის დედამ განაცხადა, რომ მის შვილს აქვს გარდატეხის ასაკი და ამის გამო ავლენს აგრესიას. ინციდენტის მონაწილეებს გაასამართლებენ.

სასამართლომდე პოლიცია არასრულწლოვან სამართალდამრღვევებს მოათავსებს დახურული ტიპის აღმზრდელობით დაწესებულებაში.


ადმინისტრაციული სასჯელით დაისჯებიან აგრეთვე ეჭვმიტანილთა მშობლები, მოვალეობის შეუსრულებლობისთვის შვილების აღზრდის საქმეში.

რადგან ინციდენტი მოხდა ვლადივოსტოკში, შესაბამისად, საქმეს იძიებს იქაური, ადგილობრივი პროკურატურა.

0
204
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0