x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139136
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512637
ღვინის კისელი
imageმასალად საჭიროა:

ღვინო - 3 ჩ/ჭ

წყალი - 4ჩ/ჭ

რძე - 2ჩ/ჭ


შაქარი - 1ჩ/ჭ

ლიმონი - 1/2 ცალი

დაუნაყავი დარიჩინი - გემოვნების მიხედვით


წითელ ან თეთრ ღვინოს გავურიოთ წყალი. საჭირო რაოდენობის, კარტოფილის ფქვილი ავლესოთ ცივ წყალში. 10-15 წუთის შემდეგ გადავწუროთ წყალი და ნარჩენი მასა ჩავალესოთ გაცხელებულ შაქარჩაყრილ წყალ-ღვინოში. ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. ჩავახარშოთ დაუნაყავი ერთი თითის სიგრძე დარიჩინის ჩხირი, რომელსაც ბოლოს ამოვიღებთ. ღვინის კისელი ცივი უფრო კარგია, ვიდრე თბილი. ამ კისელსაც უხდება ცივი რძე შაქრით და ლიმნის თხელი ნაჭრები. რძე, რა თქმა უნდა, ანადუღარი უნდა იყოს.


0
108
1-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0