ის ვინც მუდამ
საკუთარი თავის სრულყოფაზე მუშაობს ყოველთვის მრავალ სირთულეს ხვდება. ამ სირთულეებიდან
ყველაზე რთული შიშია.
ალბათ მომხდარხარ ისეთ სიტუაიაში, რომ შენს გვერდით
ქუჩაში ჩაიარა თვალისმომჭრელმა გოგონამ და რაა დასამალი, რომ მოგდომებია მასთან დაახლოება, მოგდომებია მისი შეხება, კოცნა. მაგარამ მან ჩაიარა გვერდით და შენ ხვდები, რომ ვეღარასოდეს
ნახავ, სხეულში კი ეს საზიზღარი გრძნობა რჩება.
ან ზიხარ ბარში მეგობრებთან ერთად და უცებ შენი თვალები
გოგონას თვალებს შეხვდა, ის გიყურებს და ხვდები, რომ მოეწონე, შენც მოგწონს, მაგრამ ამაზე ყველაფერი მთავრდება. იმ საზიზღარ გრძნობას ალკოჰოლი ახრჩობს და გოგონა უკვალოდ ქრება შენი ცხოვრებიდან.
ან რამდენჯერ ყოფილა სიტუაცია, როდესაც პაემანზე შენი
სურვილები შეგიზღუდია? სურვილი იმისა რომ მის ხელს შეხებოდი, გეკოცნა ან თუნდაც შედარებით ინტიმური რამ გეთქვა? შენ უბრალოდ შენი მოქმედებების გაუცნობიერებელ კონტროლს ხვდებოდი, როდესაც საკუთარ თავს ეკითხებოდი: „ადრე ხომ არ არის?“, „ის მზადაა ამისთვის?“, „სწორად ვიქცევი?“. ასეთ სიტუაციებში მამაკაცი უბრალოდ ცდილობს არ წააგოს, არ დათმოს თავისი პოზიციები. ეს ზღუდავს ყველა შესაძლებლობას. როგორც წესი ამ დროს მამაკაცი უკვე დამარცხებულია.
კვლევებმა აჩვენა, რომ სულ რაღაც ორსაათიანი პაემანის დროს მამაკაცი დაახლოებით 80-ჯერ ზღუდავს თავის სურვილებს. ის ცდილობს ყველაფერი სწორად გააკეთოს და პაემანი მისთვის გასართობი კი არა უკვე სამუშაოა. ქალებს აქვთ უნარი შეიგრძნონ
პარტნიორის დაძაბულობა. თუ ქალი გრძნობს, რომ მამაკაცი მის საზოგადოებაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს ის მისთვის მომხიბვლელობას კარგავს.
მამაკაცი თავს იმართლებს იმით, რომ ის კარგაა აღზრდილი,
გოგონას მიმართ სერიოზული გრძნობები აქვს და ყველანაირად ცდილობს მას თავი მოაწონოს, საკუთარი სურვილები კი უნდა მოვიშორო ფიქრობს ის.
რეალურად კი თავისი სურვილების დაბლოკვისაკენ მამაკაცს
შიში უბიძგებს. სწორედ ასე ვლინდება შიში ქალთან ურთიერთობისას.
ზოგადად შიშ იყოფა ორ კატეგორიად: სასარგებლო და უსარგებლო.
სასარგებლო შიში ჩვენ გვეხმარება თავი გადავირჩინოთ
ექსტრემალურ სიტუაციებში, გავექცეთ ცხოველს, თავი ავარიდოთ ხულიგანების ბრბოს ან სხვა. ქალთან ურთიერთობისას სასარგებლო შიში ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უცებ გოგონას
ბოიფრენდი გამოჩნდება და დაიწყებს მუშტების ტრიალს. სხვა ყველა შემთხვევაში ქალტან ურთიერთობისას ყველა შიში უსარგებლოა.
უსარგებლო შიშს მიეკუთვნება გრძნობა, რომელიც გვეხმარება
დავრჩთ ფსიქოლოგიური კომფორტის ზონაში. შიში, რომელიც ხელს გვიშლის შეცვლაში. შიში, რომელიც გამოიმუშავება საზოგადოებაში ჩვენი ცხოვრების პერიოდში. მთელი ცხოვრების განმავლობაში
ადამიანი სოციალური პროგრამირების ქვეშაა. ოჯახი, მენტალიტეტი, გარემოცვა, გაზეთები, ტელევიზია ყველაფერი ეს ჩვენს ხასიათზე ზემოქმედებს.
სოციალური პროგრამირება გადაგვრთავს ჩვენი სურვილებიდან
სხვისი მოქმედებების სტრატეგიაზე. დროთა განმავლობაში ჩვენ მათ ვეგუებით. თავიდან ჩვენ მათ მხოლოდ ვემორჩილებით (როდესაც პატარები ვართ), შემდეგ კი მათ უკვე თავისად აღვიქვამთ.
ქალთან ურთიერთობისას საკუთარი სურვილების შებოჭვა უკვე ჩვევად იქცევა. შიში კი ხელს გვიშლის ამ ჩარჩოებიდან გავიდეთ.
თუ შენ ძლიერ ნეგატიურ ემოციას გრძნობ ქალთან მისვლის
ან კოცნის წინ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შენთვის ჩვეული მოქმედებების საზღვარს მიაღწიე. შიში ჩნდება, როგორც სიგნალი იმისა, რომ შენ საზღვრის გადაკვეთას ცდილობ.
ქალებთან ურთიერთობაში შენ მუდამ შეხვდები შიშს, მაგრამ
დაიმახსოვრე: შიშის გარეშე არ არსებობს განვითარება! შიშს დაძლევით შენ იშორერბ არასასურველ ჩვევას და იძენ ახალს, უფრო სასარგებლოს. მაგრამ კითხვა ღია რჩება. რა ვუყოთ შიშის ამ უსიამოვნო შეგრძნებას? წარმოგიდგენთ რამოდენიმე ინსტრუმენტს, რომლებიც მის დაძლევაში დაგეხმარებათ.
1)შიში ყოველთვის ორ ადგილზეა: თავში და სხეულში. თუ
შენ მიხვდი, რომ დისკომფორტს განიცდი და ცოტა დრო გაქვს ყურადღება მიაქციე შენს სუნთქვას. უბრალოდ კონცენტრაცია მოახდინე მუცლის მოძრაობებზე და დაითვალე ამოსუნთქვები. საკმარისია 10-30 ამოსუნთქვა, რომ ღელვა შემცირდეს. ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენო მაშინ, როდესაც ქალი რამეს ყვება და შენ თითქოს მას ყურადღებით უსმენ.
2)არის ძველი კარგი მეთოდი, რომელიც თუ არ ვცდები იოგიდანაა აღებული. ისე, როგორც პირველ ვარიანტში შენ გჭირდება ცოტა დრო (1-3 წუთი) და შენი ფილტვები. იწყებ სუნთქვას პაუზებით. პაუზები დროის მიხედვით სუნთქვა-ამოსუნთქვის ციკლის ტოლი უნდა იყოს. მაგალითად ჩასუნთქვა 3 წამი, პაუზა 3 წამი, ამოსუნთქვა 3 წამი. წამები თქვენთვის ითვალეთ. ამოსავალ წერტილად თქვენთვის კომფორტული ამოსუნთქვის ხანგრძლიბობა აიღეთ.
3)თუ დრო არ გაქვთ გამოიყენეთ შემეგი ინსტრუმენტი- მოდუნება. ერთი მხრივ ეს საკმაოდ რთული ტექნიკაა, თუმცა ვარჯიშის შემდეგ ის საკმაოდ მარტივი ხდება. როდესაც შენ გეშინია, სხეულსაც ეშინია, ის იძაბება. შენ უნდა ამოიცნო კუნთების დაძაბულობის ზონები და უნდა მოადუნო ისინი. ამისათვის შენ
უნდა „დაასკანერო“ შენი სხეული დამიაგნო კუნთებს, რომლებიც ქვასავით გამაგრებულია. როდესაც მიაგნებ უბრალოდ მიეცი ბრძანება მოდუნებაზე. თუ ეს არ გეხმარება შეიძლება მიმართო მსუბუქ „თვითმასაჟს“ სანამ იმ ადგილას კუნთები არ მოდუნდება. აი ტიპიური დაძაბულობის ზონები: შუბლი, ყბა, კისერი, ყელი, ზურგის საყელოს ზონა, ხელის მტევნები. დაიმახსოვრეთ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია.
4)თავში არსებული შიში შეიძლება მოიხსნას ე.წ. მომავალში
მოგზაურობით. გონებაში ფილმივით დაატრიალეთ ის რის გაკეთებასაც აპირებთ და წარმოიდგინეთ, რომ ეს უკვე მოხდა. შენ მოკვდი? ან რამე დაკარგე? არა!!! პირიქით სიხარული და ამაღლებული თვითშეფასება მიიღე. ასევე შეიძლება წარმოიდგინოთ თქვენი კვირია, ან წლის გეგმებიი. ეს მოგიხსნით მოსახდენი მოვლენის მნიშვნელოვნების შეგრძნებას. გადამეტებული მნიშვნელობის მინიჭება მოვლენებისადმი ეს არის ადამიანის ყველა შიშის საწინდარი.
5)შენ შეიძლება მოახდინო მდგომერეობის „გაფანტვა“. უნდა
მოახდინო მოქმედების მკვეთრ ცვლილება, ცოტა ხნით ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაიტანო. მაგალითად შენ წაიწიე ქალისკენ საკოცნელად, ის მოოგშორდა, ამან დაგძაბა. უბრალოდ გადი საპირფარეშოში და სახე დაიბანე, მერე დაბრუნდი და სხვა ადგილას დაჯექი. თუ გაქვს შესაძლებლობა რამოდენიმე ფიზიკური ვარჯიში გააკეთე.
ეს მეთოდები საკმარისია იმისათვის რომ ქალთან ურთიერთობის
შიშს სძლიოთ. უბრალოდ იყავით მზად, რომ ეს შიში ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს. ის ვინც შიშს გადის ყოველთვის იღებს ჯილდოს. ზოგჯერ გვაშნებს უბრალო სიტყვა „პრივეტ“, მერე გვეშინია კოცნისას, ზოგ ადამიანს კი დარეკვისაც ეშინია. მაგრამ ყოველ ჯერზე შიში სულ უფრო იშვიათად გაჩნდება და ნაკლებ ინტენსიური იქნება. ერთ მშვენიერ დღეს კი შენ გააცნობიერებ, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა, რომ კოცნა პირველ პაემანზე ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. შენ უკან მოიხედავ დაინახავ შენს შიშს და გაიღიმებ.
გისურვებთ წარმატებებს.