x
image
nukrichanturia
"ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრის, თეა გობეჯიშვილის კრიმინალური ისტორია

image ალბათ ბევრს არ ახსოვს თეა გობეჯიშვილის და მისი ქმრის ნიკა ლომიძის კრიმინალური ისტორია.

2006 წლის 13 ოქტომბერს ფინანსურმა პოლიციამ შოუბიზნესის ცნობილი სახეები - ნიკა ლომიძე, თეა გობეჯიშვილი, თემურ რცხილაძის მეუღლე ოლია რიჟაკი-რცხილაძე და რამდენიმე მათი თანამოაზრე დააკავა. დაკითვის შემდეგ ყველა მათგანმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა. საქმე ბიუჯეტიდან მიღებულ ასიათასობით ლარს ეხებოდა, რომელიც დამნაშავეთა ჯგუფმა თაღლითობით 2004-2006 წლებში მიიტაცა. შოუბიზნესის წარმომადგენელთა მოქმედების გეგმა ფინანსურმა პოლიციამ გაშიფრა.

გამოძიების მასალების მიხედვით, ამ ჯგუფს ორი წლის განმავლობაში ქალთა კონსულტაციებიდან მიღებული სიებით რვა თვის ფეხმძიმე ქალები სამუშაოზე აჰყავდა, მათ საკმაოდ დიდი რაოდენობის ხელფასს 1000-1300 ლარამდე უნიშნავდნენ, მშობიარობის შემდეგ კი დეკრეტულ შვებულებაში უშვებდნენ და სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. მაშინდელი კანონის მიხედვით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ფონდი ვალდებული იყო, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ თითოეულ ქალზე ხელფასის ოთხმაგი ოდენობა გამოეყო. ამ საკმაოდ დიდ თანხას, დაახლოებით 4000-7000 ლარამდე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გამოჰყოფდა, თაღლითობაში ეჭვმიტანილი პირები ითვისებდნენ, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლებულ ქალბატონებს საჩუქრის სახით 200-300 ლარს გადასცემდნენ. იმავე დღეს ყვარელში ექიმი-გინეკოლოგი გია საყვარელიძე დააკავეს. დაკავებული ქალთა კონსულტაციის თანამშრომელი იყო და სავარაუდოდ თაღლითების ჯგუფს რვა თვის ფეხმძიმე ქალების შესახებ ინფორმაციას სწორედ ის აწვდიდა. აღნიშნული საქმე 5- დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა ამნაირად არავინ დასჯილა. ნიკა ლომიძის და თეა გობეჯიშვილის დაკავება იმ დროისთვის თვით შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის შოკი იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს ხელისუფლების მიზანმიმართული კამპანია იყო, ცნობილი სახეების წინააღმდეგ, ზოგი კი, პირიქით, ამ მოვლენას დადებითად აფასებდა.image




5
5115
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
5115
  
2013, 3 ოქტომბერი, 8:33
მახსოვს ეს ისტორია, სინამდვილეა, არ დაუსჯიათ არავინ,გემრიელად შეირგეს ამ ადამიანებმა,ალბათ "კრიშა" ჰყავდათ მთავრობაში.
2012, 26 ნოემბერი, 0:00
თუ დამნაშავეები იყვნენ იმდენი უნდა მოეხადათ რამდენიც კანონი ითვალისწინებდა. ალბათ კანონო მხოლოდ უბრალო მოქალაქეებისთვისაა.
2012, 23 ნოემბერი, 9:20
ძალიან ცუდი...დასასჯელი უნდა დაისაჯოს
2012, 20 ნოემბერი, 16:14
samwuxaroa ,eseti warsuli gqondes
2012, 19 ნოემბერი, 23:31
აღარც მახსოვდა ეს ისტორია
0 1 5