ქალი და მამაკაცი მეცნიერებმა ბედნიერი ქორწინების ფაქტორები გამოავლინეს 2012, 17 ნოემბერი, 18:29 არანაირი რომანტიკა, მხოლოდ მეცნიერება. ჟენევის ბიზნეს სკოლის მკვლევარებმა შექმნეს დაქორწინებულ წყვილთა უზარმაზარი მონაცემების ბაზა, რათა გამოეკვლიათ წარმატებული ქორწინების ფაქტორები. უპირველეს ყოვლისა მამაკაცი ქალზე საშუალოდ 5 წლით უფროსი უნდა იყოს. მეორეც წყვილი უნდა იყოს ერთ კულტურულ დონეზე. მესამე ქალი უნდა იყოს ქმარზე 27%-ით უფრო ჭკვიანი. კარგია თუ მას უფრო მაღალი განათლების დონე ექნება ვიდრე ქმარს. თუ დავაკვირდებით, ლოგიკურია: ქალები უფრო ემუციურები არიან, მათი ემოციები ოჯახის მდგომარეობაზე მოქმედებს. როგორც წესი, თუ ქალი ბედნიერია ურთიერთობაში, მაშინ მამაკაციც ბედნიერია. ეს ქალს ქორწინების "ტვინად" აქცევს, მის მოქმედებასა და ქმრთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული ოჯახის ბედნიერება. რაც უფრო ჭკვიანია ქალი, მით უფრო მყარია ქორწინება. 218 5-ს მოსწონს
|