x
image
ონოფინტე
ბრაიან ადამსი

ბრაიან ადამსიკანადელი მომღერალი და კომპოზიტორი - ბრაიან გაი ადამსი 1959 წლის 5 ნოემბერს, ონტარიოში, კინგსტონში დაიბადა. მამა – კონრად ჯეი ადამსი სამხედრო–დიპლომატიური ხაზით მსახურობდა. დედა – ელიზაბეტ ჯეინ ადამსი კი სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. ბრაიანი შვიდი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად ოტავაში გადავიდა. 1967–71 წლებში ადამსები ცხოვრობდნენ ევროპაში – ავსტრიასა და პორტუგალიაში. 70–იანი წლების დასაწყისში, მშობლები დაშორდნენ და ის, დედასთან და პატარა ძმასთან ერთად, საცხოვრებლად კანადაში გაემგზავრა.
ბრაიანმა სწავლა განგრძო სამხედრო აკადემიაში. ცოტა ხანში, მას სკოლიდან რიცხავენ და ამავდროულად მის ცხოვრებაში ჩნდება საშინელი სენი – ნარკოტიკები. ამ ჭაობიდან თავის დაღწევაში ბრაიანს მუსიკა ეხმარება. მისი მუსიკალური კარიერა 16 წლის ასაკში იწყება. ამ დროს ის ვანკუვერის სხვადასხვა კლუბურ ჯგუფებში იწყებს სიმღერას.
მოგვიანებით მომღერალი პოეტსა და პროდიუსერს – ჯიმ ველანსონს ხვდება. ერთ წელიწადში ისინი კონტრაქტს „Irving-Almo Music“–ის განყოფილებასთან „A&M Records“–თან აფორმებენ. მალე გამოდის სადებიუტო სინგლი „Let Me Take You Dancing“, რომელიც 240 ათასი ტირაჟით იყიდება. პარალელურად ბრაიანი და ჯიმი ერთობლივად წერენ სიმღერებს ჯგუფებისთვის: „Prism“, „Kiss“. მას შემდეგ, რაც ამ სიმღერებმა ავტორებს წარმატება მოუტანათ, მათ საკუთარი პროექტის შექმნა გადაწყვიტეს და... 1980 წელს, „ახალი სამყაროს“ როკ-არენაზე ახალი შემსრულებელი – ბრაიან ადამსი ჩნდება.
მისი მუსიკის სტილი წარმოადგენდა ცნობილი კანადური გუნდის „Rush“–ის პროექციულ მანერას კომერციულ საუნდზე. შეიქმნა საკმაოდ საინტერესო და უნარიანი პოპ-როკი „ჰარდ-ენ-ჰევის“ ელემენტებით. მის სიმღერებს აკომპანიმენტს უკეთებდნენ ჯიმ ბელენი – დასარტყამი ინსტრუმნტები, კეიტ სკოტი – გიტარა და ბას–გიტარა დეივ ტეილორი. ალბომი „Bryan Adams“ 1980 წლის თებერვალში ჩაიწერა. 80–იანი წლების დასაწყისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ალბომები „Jump“ და „Stay“. სინგლები კი ჯგუფებთან „Loverboy“ და „Prism“ ერთობლივად ჩაიწერა.
წელიწადში ათ თვეს ბრაიანი ტურნეებში ატარებდა. 1983 წელს მან კონცერტები გამართა კანადაში, ა.შ.შ.–ში, დასავლეთ ევროპაში და იაპონიაში. 1991 წელს ფილმის „Robin hood: prince of thieves“ პროდიუსერებმა მას საუნდტრეკის შექმნაში მონაწილეობა შესთავაზეს. მაიკლ კეიმონის მელოდიაზე შეიქმნა მომავალი ჰიტი „(Everithing I do)I do it for you“. მთელ მსოფლიოში სინგლის რვა მილიონი ასლი გაიყიდა.
1995 წელს ადამსმა მხატვრული ფილმისთვის „Don Juan DeMarco“ რომანტიული ბალადა „Have You Ever Really Loved a Woman?“ (ავტორები:ადამსი, ლანგი, კეიმენი) დაწერა. სურათში მონაწილეობდნენ ჯონი დეპი და მარლონ ბრანდო. მომღერლის ჯილდოების სიას შეემატა: „გრემი“ – მამაკაცის საუკეთესო პოპ–ვოკალისთვის და „ოსკარი“ – საუკეთესო მუსიკალური თემა კინოფილმისთვის. 1996 წელს ბრაიანმა, ბარბარა სტრეიზანდთან ერთად, კომპოზიცია „I Finally Found Someone“ (ავტორები: ადამსი, ბარბარა და ლანგი) ჩაწერა, რომელიც ოსკარზე იყო წარდგენილი.
ამ პერიოდში მომღერალმა მსოფლიო ტურნე გამართა. 90–იანი წლების ბოლოს, ადამსმა კომპოზიციები დაუწერა ბონი რაიტს, ჯგუფ „lonestars“ და სელენ დიონს. მისი სიმღერები საკმაოდ კარგად არის არანჟირებული და ადვილად სმენადია. ამერიკული და კანადური ჰიტ-პარადები ბრაიან ადამსის კომპოზიციებს ყოველთვის მოწინავე პოზიციები უკავია. ბრიტანეთში კი ის ნაკლებ პოპულარულია.

2
49
9-ს მოსწონს
ავტორი:ონოფინტე
ონოფინტე
49
  
2012, 17 ნოემბერი, 12:21
მაგარი კაციაა :D:D
2012, 17 ნოემბერი, 10:30
კარგია,მომწონს ადამსის სიმღერები
0 1 2