აზერბაიჯანული კომპანია ”SAYALI” 2015 წლის 1 ოქტომბრამდე მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებას გახსნის.
ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც ინვესტორს საქართველოს მთავრობამ დააკისრა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და SAYALI -ისთვის გადაცემული ქონების რეკონსტრუქცია, რემონტი და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა შედის.
გარდა ამისა, მისთვის გადაცემულ უძრავ ქონებაზე აზერბაიჯანულმა კომპანიამ კომერციული, ან საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს.
SAYALI -მ აღნიშნულ პროექტებში სულ მცირე, 10, 6 მილიონი დოლარის ინვესტირება უნდა განახორციელოს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში, 2011 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა.