x
image
კიხოდი
Deep Purple და საქართველო
imageიან გილანი 1945 წელს ლონდონში დაიბადა.ის ლეგენდარული ჰარდ როკ ჯგუფ Deep Purple-ს სოლისტი იყო 1969 წლიდან.გილანს ჯგუფში უთანხმოება ქონდა ბლექმორთან, რის გამოც მან ორჯერ დატოვა ფარფლები 1973 და 1989 წლებში, თუმცა ჯგუფის წევრების თხოვნით ის ისევ დაბრუნდა.იანმა 2006 წელს ინტერვიუშიც განაცხადა:”ბლექმორი უცნურ ადამიანად იქცა და იმ დღეს, როცა მან ტურნეს დროს ჯგუფი დატოვა, თითქოს ღრუბლები გაიფანტა და მზემ გამოანათა”. საუბარი იყო 1993 წელს ალბომ The Beattle Rages On-ის მხარდამჭერ აქციაზე.
ეს იყო მოკლე ცნობარი იან გილანის შესახებ, ეხლა უშუალოდ მის ვიზიტზე საქართველოში. იან გილანმა 1990 წლის მაისში ჯვარი დაიწერა, მის მეუღლე ბრონი გილანზე, სვეტიცხოვლის ტაძარში, მათ ქონდა ასეთი ტრდიცია, ყველა ქვეყანაში სადაც ჩადიოდნენ ჯვარს იწერდნენ.

imageimage


გილანი აღფრთოვანებული იყო ამ ვიზიტით და ბევრი გულღია განცხადებაც გააკეთა:
“ეს იყო ფანტასტიური, ენით აღუწერელი საღამო, ბუჭუნები რომლებმაც ქართული ცეკვით ცეცხლი დაანთეს, ჩემი მეგობრები ქართველი მმღერლები, რომლებიც ძალიან მარტივი ხერხით ისეთ მუსიკალურ სტილს ქმნიან, რომ თავი მიწიერი არ გგონია, მზგავსი კეთილხმოვანება არასოდეს მომისმენია.საოცარი ქვეყანაა საქართველო, თქვენ დაბადებულები ხართ იმისთვის, რომ იცეკვოთ, იმღეროთ და იბედნიეროთ, ამ ქვეყანაზე ყველა ჩემს ნაცნობს და მეგობარს ვუამბობ, რომ რუკაზე არის ასეთი ქვეყანა და რომ ის არის სამოთხე დედამიწაზე და ამ სამოთხეს ქვია საქართველო.არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა, ეს ჩემთვის წარუშლელი შთაბეჭდილებაა.მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ.როდესაც თქვენი სიმღერის რამოდენიმე სიტყვას ვსწავლობდი, მართალი გითხრათ ძალიან ვნერვიულობდი, რამოდენიმეჯერ გავიმეორე კიდეც, მემგონი ურიგოდ არ გამომივიდა.მთავარი ჩვენს დღევანდელ აქციაში კი არის ის რომ მე შევძელი ქრთველ მომღერლებთან სიმღერა, ეს კი ჩემთვის არის დიდი რეკლამა.”




იან გილანმა პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა და ქართველებს დაპირდა, რომ თუ ქვეყანას შეექმნებოდა რაიმე სახის პრობლემა, ის გამართავდა ნებისმეიერი მაშტაბის დიდ აქციას საზღვარგარეთ და ამით როგორმე გაუწევდა დახმარებას საქართველოს. (მეეჭვება გილანმა ეს სტატია წაიკიტხოს როდესმე, მაგრამ-ბატონო იან სად ბრძანდებოდით 2008 წილს აგვისტოს ომის დროს? )
2009 წლის 20 ივლისს ქართველი ფანები იან გილანის კონცერტძე სტამბულში ჩავიდნენ.მანამდე კი, ერთ-ერთმა ფანმა, 21 წლის გიორგი კიკინოშვილმა, მას მეილი გაუგზავნა, საგაც იანს გაახსენა მისი ქორწილი მცხეთაში და ისიც აცნობა რომ ქართველი ფანები სტამბულის კონცერთზე ეწვეოდნენ.არავის ეგონა რონ 21 წლის ბიჭის წერილს ამხელა ამბავი მოყვებოდა, სტამბულში ჩასულ ახალგაზრდებს კი, მათდა გასაოცრად გილანი და მისი მეუღლე შეხვდნენ კონცერტის წინ, მათ დაარიგეს ავტოგრაფები და დიდი სითბოთი გაიხსენეს საქართველოში ვიზიტი.


imageimageimageimageimageimage

გილანმა და მისმა მეუღლემ ემოციები ვერ შეიკავეს და ქართველ ფანებს გული გადაუშალეს.თავად იანმა განაცხადა:
“ეს იყო მართლაც ფანტასტიური, ის დღეები ისე მახსენდება თითქოს გუშინ იყო, მახსოვს იმ ადამიანების სახეებიც ვინც მაშინ ჩემს გვერდით იყვნენ, ქართული სიმღერები და ცეკვები.მე და ჩემს ცოლს მანამდე გვქონდა ქორწილი ჯერ ამერიკასი შემდეგ ინგლისში თუმცა საქართველოში ჯვრისწერა მართლაც დაუვიწყარია. ქართველმა მეგობრებმა შემოგვთავაზეს ქორწილის საქართველოშიც გადაიხადეთო, ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით და სპეციალურად ამ დღისთვის ქართული ნაციონალური კოსტუმები ჩავიცვით.”
თავად ბრონი გილანმა კი ცრემლები ვერ დამალა, როდესაც ქართველმა ფანებმა საჩუქრად გადასცეს, 1990 წლის მათი ქორწილის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.
ბრონიმ განაცხადა:
“უბრალოდ ვტირი ემოციებისაგან, ეს მართლაც საოცარი საჩუქარია, იმ დღეებს მე და იანი ხსირად ვიხსენებთ.”
ფანებთან მათი ეს შეხვედრა, შედგა იანისა და ბრონის ქორწინების 25-ე იუბილეზე, ბოლოს კი იან გილანმა გააკეთა განცხადება, რამაც ქართველი ფანები დიდად გაახარა, მან თქვა რომ მზადაა ჩამოვიდეს საართველოში და კიდევ გამართოს კონცერტი, თუ მოწვევა იქნება, ის უკან არ დაიხევ. ამ იმედისმომცემი განცხადებით გემშვიდობებით.





3
254
4-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
254
  
2012, 16 ნოემბერი, 18:55
კი მასეა......ეგ ჯგუფი არის ჩემს სიაში №1
2012, 16 ნოემბერი, 18:54
ვა "არაჩანდა" მართლა იყავი? საღოლ შენ - მაგარია
2012, 16 ნოემბერი, 18:53
მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი კონცერტზე
0 1 3