x
image
კიხოდი
ზონა 51
imageთითქმის უკვე საუკუნეა რაც ადამიანი თავისივე დასმული კითხვის ამოხსნას ცდილობს _ “არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები?”
ვისაც ფანტასტიკის ჟანრის ფილმები გიყვართ ერთხელ მაინც გექნებათ ყური მოკრული მისტიკურ სახელწოდებისთვის _ “ზონა 51″. რეჟისორები თავიანთ ფილმებში მეტი დამაჯერებლობისთვის იყენებენ ამ სახელს. საკმარისია ფილმში “ზონა 51″ ახსენო და წამსვე მთელი ფილმი ფანტასტიკური ჟანრის შედევრად იქცევა (გარკვეული მაყურებლის თვალში). საქმე კი იმაშია რომ “ზონა 51″ მართლაც არსებობს. ეს ადგილი არის მსოფლიოში ყველაზე დაცული და გასაიდუმლოებული.
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ, ჩნდება კითხვა _”რა ხდება ამ ტერიტორიაზე?”
მოდით ავღწერ გარემოს სადაც ეს ზონა მდებარეობს: ნევადას უდაბნო, ლას ვეგასიდან დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით.

image

შეიძლება იკითხოთ _”რა არის იმაში გასაკვირი რომ, ამერიკის მთავრობას ნევადაში აკრძალული სამხედრო ზონა აქვს?” გეტყვით. პირველ რიგში საეჭვოა ის ფაქტი რომ “ზონა 51″ _ ის გარშემო 10 კილომეტრის რადიუსში არ ცოცხლობს არცერთი ცოცხალი ორგანიზმი (არც ქვეწარმავლები და არც უდაბნოს კაკტუსები).
თანამედროვე დამოუკიდებელ მკვლევართა აზრით ამ ტერიტორიაზე განთავსებულია მიწისქვეშა ქალაქი სადაც, ახალი თანამედროვე ტიპის (UFO) საფრენ აპარატებს ამზადებენ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებმაც “ზონა 51″ საკუთარი თვალით ნახეს.

image


ამ ბაზაზე რამოდენიმე წელიწადი მუშაობდა ამერიკელი ფიზიკოსი, ბობ ლაზარი, რომელმაც საზოგადოებას “ზონა-51″-ის საიდუმლოთა შესახებ ამცნო. “1988 წლის დეკემბრიდან 1989 წლის აპრილამდე, – იუწყება ეს მეცნიერი, – ვმუშაობდი პროექტზე, რომელიც ისტორიაში ყველაზე საიდუმლო პროექტი უნდა გამხდარიყო. ჩემი სამუშაო ადგილი იყო ლაბორატორია, რომელიც განთავსებულია “ზონა-51″-ში. ობიექტი, რომელზეც მე ვმუშაობდი, მთის სიღრმეში იმყოფებოდა. მას ცხა ანგარული კარიბჭე იცავს, რომლებიც განლაგებულნი არიან 60 გრადუსიანი დახრილობით. კარიბჭეები ქვიშის ფერით არის შენიღბული ისე, რომ მთის ფაქტურა ნარნარად გადადიოდეს უდაბნოს გრუნტის ფაქტურაზე. სანამ საქმის კურსში ჩამაყენებდნენ, თავიდან მცირე შენობაში ვმუშაობდი, სადაც იდგა სკამი და მაგიდა. მაგიდაზე დაახლოებით 120-მდე ცისფერ საქაღალდეებში ჩალაგებული დოკუმენტები ელაგა. გარდა ამისა, აქვე იყო დაღუპულ უცხოპლანეტელთა (ალბათ, წარუმატებელი ექსპერიმენტები – რედ.) შავ-თეთრი ფოტოსურათები. ეს დოკუმენტები შეიცავდნენ ინფორმაციას, რომელიც ძირითადად უცხოპლანეტელებს და მათ ტექნოლოგიას ეხებოდა. აქვე იყო უცხოპლანეტელთა გაკვეთის შედეგად მიღებული სამედიცნო დასკვნები.
“ზონა-51″-ში ლაზარი “ამო”-ს საფრენი აპარატის ძრავთა ფიზიკური მოქმედების პრინციპებს სწავლობდა. ამო-ზე დაყენებული ძალოვანი დანადგარი ქმნიდა გრავიტაციულ ტალღებს, რომლებიც ცვლიდნენ მიზიდულობის ძალას. გრავიტაციული ველის შეცვლა მხოლოდ მიზიდულობისა თუ უკუგდების ძალის ცვალებადობას როდი ნიშნავს. უპირველეს ყოვლისა ხდება სივრცის “გარდატეხა”, რითაც არის გამოწვეული ამო-ს უეცარი გაუჩინარება, მიწიერი აპარატებისთვის შეუძლებელი კუთხით მობრუნება, ფორმისა და ფერის შეცვლა და ა. შ.
ლაზარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამო-ს ენერგიის წყაროდ გამოიყენება მენდელეევის ტაბულის 115-ე ელემენტი. ხოლო თუ როგორ მოჰყავს ამ ელემენტს მოძრაობაში “მფრინავი თეფში”, მეცნიერთათვის უცნობია. ეს ზემძიმე ელემენტი დედამიწაზე სუფთა სახით არ არსებობს. მისი ხელოვნური მიღება არ ძალუძს მეცნიერებასაც. ელემენტები სამნიშნა ნომრებით ხელოვნურად მიიღებიან დამაჩქარებლებში, მაგრამ ისინი საკმაოდ არამდგრადნი არიან და მხოლოდ რამოდენიმე წამებიღა თუ არსებობენ. მაგრამ მეცნიერთა გაანგარიშებებმა ცხადყო, რომ უნდა არსებობდეს ე. წ. “სტაბილურობის ტრანსურანული კუნძული”, რომელსაც შეიძლება განვაკუთვნოთ 114-ე და 115-ე ელემენტები. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ არსებობა ისე, რომ არ დაიშალონ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.
პროექტები, რომლებშიც მეცნიერი ღებულობდა მონაწილეობას 1979 წელს დაწყებული პროგრამის ჩარჩოებში მიმდინარეობდა. ბობ ლაზარის განცხადებით ამ წელს ბაზის ადმინისტრაციასა და “უცხოპლანეტელებს” შორის მოხდა კონფლიქტი. შეთანხმებით, “უცხოპლანეტელებს” ბაზის გარკვეული ტერიტორია ეპყრათ, დედამიწელ მეცნიერებთან ერთად აწარმოებდნენ გამოკვლევას და მათ თავიანთ გამოცდილებასა და ტექნოლოგიებს გადასცემდნენ. ერთხელ, უცხოპლანეტელთა გაფრთხილების მიუხედავად, დაცვამ გამოკვლევათა დაცვის რკალი საკმაოზე მეტად შეამცირა. ყველა მათგანი მოკლეს. იგივე ბედი ეწია მაშველთა ძალას, რომელიც დაცვის დასახმარებლად მოვიდა. სულ 44 კაცი დაიღუპა. უცხოპლანეტელებმა მოკლეს ის მეცნიერიც, ვისაც ისინი ასწავლიდნენ და ბაზა დატოვეს. გაფრენის წინ მათ თქვეს, რომ კვლავ დაბრუნდებიან და თავიანთი დაბრუნების თარიღიც მიუთითეს, კერძოდ: “1652xx”. ბოლო ორი ციფრი უცნობია და ლაზარს არავითარი იდეა არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყოველივე.
ეხლა კი სტატია რომელიც ბობ ლაზარის მამხილებელი გამოსვლის შემდეგ გამოქვეყნდა ამერიკულ პრესაში
რამ აიძულა ამერიკელი მეცნიერი ბობ ლაზარი გამოსულიყო მრავალმილიონიანი ტელეაუდიტორიის წინაშე და საჯაროდ მოეყოლა ეს ყოველივე? ლაზარის განცხადებით, – მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ არსებულმა საშიშროებამ. პრობლემები დაიწყო იქიდან, რომ მან გადაწყვიტა ცოლისა და მეგობრებისთვის თუნდაც შორიდან ეჩვენებინა მფრინავი “თეფშები”. ერთი ღამის განმავლობაში სამჯერ მიჰყავდა მას “ექსკურსანტები” ლას-ვეგასიდან “51-ე ზონის” რაიონში, სანამ სამხილზე არ დაიჭირეს. მართალია ლაზარსა და მის მეგობრებს ფორმალურად არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ საკმაოდ სწრაფად გაარკვიეს მასთან ურთიერთობა: მეცნიერი ჯერ სამსახურიდან დაითხოვეს, შემდეგ კი დაჰკითხეს, დაპატიმრებითაც დაემუქრნენ, ესროლეს მის ავტომანაქანას… ლაზარმა ჩათვალა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გაჟღერება და ფართო საზოგადოებისთვის მისი მიწოდება, ერთადერთი გამოსავალი იყო საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.
“ტელევიზიით მისი გამოსვლის შემდეგ ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ არაფერი იციან ლაზარზე და საერთოდ არც კი იცნობენ. და მართლაც, ჟურნალისტები გააოგნა იმ დოკუმენტების არარსებობამ, რომელიც ოდესმე ლაზარის არსებობას დაადასტურებდა. ადამიანებს ის ახსოვდათ, მაგრამ ყველა ოფიციალური ინსტანცია ლაზარის არარსებობას ამტკიცებდა: “არ დაბადებულა”, “არ სწავლობდა”, “არ უმუშავია”, “არ დაქორწინებულა”… ლაზარი მხოლოდ იმის შემდეგ “აღსდგა”, რაც ლოს-ალამოსში (ნიუ მექსიკოს შტატი. აშშ) გამოიძებნა ძველი სატელეფონო ცნობარი მისი სამსახურეობრივი ტელეფონით. და კიდევ, სასწაულებრივად გადარჩა ამერიკელებისთვის “წმიდა” და საკმაოდ სერიოზული დოკუმენტი – გადასახადების გადახდის ქვითარი, საიდანაც ჩანდა, რომ 1989 წ. რობერტ ლაზარი ნამდვილად მუშაობდა და ხელფას იღებდა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვის სამმართველოში. და თანაც არა უბრალოდ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებში, არამედ ნევადას შტატში, სამხედრო ობიექტზე, რომლის ნომერი იყო E-6722, ხოლო შიფრი: “MAJ” (შემოკლებით: “მაჯესტიკ”).
რობერტ (ბობ) ლაზარის “უცნაური” ისტორია აბსოლუტურიად გასაგები შეიქნა იმის შემდეგ, რაც გარდაიცვალა მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი, აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს მუშაკი დევიდ როუზი, რომელმაც ამ ორგანიზაციას თითქმის მთელი თავისი ცხოვრება შეალია. აი, რა გააცხადა დევიდ როუზმა: “არავითარი აზრი არა აქვს იმ ფაქტის დამალვას, რომ 40-იანი წლების ბოლოს უცხოპლანეტელები გადმოსხდნენ დედამიწაზე და ჩვენ მათთან კონტაქტი დავამყარეთ. მე მიმაჩნია, რომ 50-იანი წლებიდან აშშ-ს მთავრობა ამზადებს საზოგადოებას მათ მისაღებად და ცდილობს გაარკვიოს კონკრეტულად როგორი რეაგირება ექნება მას უცხოპლანეტელთა გამოჩენაზე და ამ პრობლემატიკაზე საერთოდ.
მთავრობა მიიჩნევს, რომ ასეთი ინფორმაცია თუ თანდათანობით მიეწოდება მოსახლეობას, საზოგადოება მას მშვიდად მიიღებს, რასაც ვერ მივაღწევთ იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია მთლიანად და ერთდროულად გაჟღერდება. რამდენადაც ვიცი, აშშ-ს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებსა და უცხოპლანეტელებს შორის არსებობდა დაახლოებით ასეთი შინაარსის შეთანხმება: ჩვენ დავიცავთ თქვენი აქ ყოფნის საიდუმლოს, ხოლო თქვენ არ ჩაერევით მიწიერი საზოგადოების საქმეებში; გარდა ამისა, თქვენ გეძლევათ მოქმედების თავისუფლება აშშ-ს ტერიტორიაზე თქვენთვის გამოყოფილ ადგილებში. ეს რაიონი კი ნევადის შტატში, “51-ე ზონა”, ანუ “დრიმლენდია”…
1955 წლის მარტში შეიქმნა კოორდინაციისა და დაგეგმარების ჯგუფი (“მაჯესტიკ-12″), რომლის ამოცნას ყველა იმ საიდუმლო აქციის კოორდინაცია წარმოადგენდა, რომლებიც დაკავშირებული იყო “უცხოპლანეტელთა” პრობლემატიკასთან. ჯგუფს სათავეში ჩაუდგა ნელსონ როკფელერი, რომელიც ცივი ომის დროს პრეზიდენტის სპეციალური კონსულტანტი იყო.
ამ ჯგუფის შექმნის უმთავრესი მიზეზი “უცხოპლანეტელთა” მიერ მიწიერ საქმეებში ჩაურევლობის შეთანხმების დარღვევა გახლდათ. უცხოპლანეტელთა მიერ თავიანთი ექსპერიმენტებისთვის დასახიჩრებულ ადამიანებს პოულობდნენ აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე.
1955 წლის ნოემბერში ბრძანებულებით NSC—5412/2 აშშ-ში შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომელში შედიოდნენ სახელმწიფოს გავლენიანი პირები და რომელთაც ჰენრი კისინჯერი ხელმძღვანელობდა. ამ ჯგუფის მიზანი იყო დედამიწაზე “უცხოპლანეტური” მყოფობისა და საქმიანობის ჭეშმარიტი მასშტაბების დადგენა.
გამოკვლევის უმნიშვნელოვანესი შედეგი გახლდათ ის, რომ “უცხოპლანეტელები” იყენებენ ადამიანებს და ცხოველებს იმისთვის, რათა მიიღონ შინაგანი სელექციის ჯირკვლები, ფერმენტები, ჰორმონალური სეკრეციები, სისხლი, ასევე საშინელი გენეტიკური ექსპერიმენტებისთვის. ბობ ლაზარისა და სხვა ოფიციალური მთავრობის სხვა რუპორების თქმით, “უცხოპლანეტელებმა” ამგვარი ქმედებები ახსნეს როგორც გარდაუვალი აუცილებლობა მათი გადარჩენისა. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი გენეტიკური სტრუქტურა დარღვეულია და უკვე აღარ შეუძლიათ თავიანთი მსგავსი არსებების კვლავწარმოება. ისინი აცხადებდნენ, რომ თუ არ გააუმჯობესებენ გენეტიკურ სტრუქტურას, მათი რასა შეწყვეტს არსებობას.
“ზონა-51″-ის მკვლევარები “უხოპლანეტელთა” ამგვარმა განმარტებამ დააეჭვა, მაგრამ რადგან აშშ-ს შეიარაღება უძლური იყო “უცხოპლანეტელთა” წინააღმდეგ, კომიტეტმა “მაჯესტიკ-12″-მა გადაწყვეტა მეგობრული და დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინათ მათთანმ მანამ, სანამ არ შემუშავდებოდა ისეთი ტექნოლოგიას, რომელიც მათთან შებრძოლების შესაძლებლობას მოგვცემდა”.
ინფორმაციამ “ზონა-51″-ის შესახებ პრესაში გაჟონა და უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია. სენსაციის მოყვარულები ნევადას უდაბნოს მიაწყდნენ, მაგრამ აქ პარადოქსალური სიტუაცია დახვდათ: მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, რომ არ არსებობს არავითარი საიდუმლო ობიექტი ან ტერიტორია, ამ რაიონში მოხვედრა შეუძლებელი გახდა. სადღეღამისო პატრულირება, ზედმიწევნით დაცული და მავთულხლართით შემოღობილი ტერიტორია, წერილობითი გაფრთხილებები, დაცვის არაორაზროვანი მუქარები ნათლად მეტყველებდნენ, რომ აქ რაღაც არაორდინარული ხდება. ამან ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გააღვივა.
ბაზაზე არსებული საიდუმლო ექსპერიმენტების დამალვა სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა, რადგან ახლომდებარე მთებიდან “ზონა-51″ იდეალურად მოსჩანს. გამოსავალი მხოლოდ ერთი დარჩა – მოეხდინათ ამ მთების პრივატიზება. სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენელმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, პოდპოლკოვნიკმა კენონმა ეს ნაბიჯი ასე განმარტა: “აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები საჭიროებენ ამ ტერიტორიას, რათა სამხედრო მრეწველობაში ახალი ტექნოლოგიური გამოგონებების დანერვა უზრუნველყონ … ცნობისმოყვარეთა ბოლო წლებში გამოჩენილმა ნაკადმა არაერთხელ გამოიწვია ის, რომ გადაიდო მრავალი საცდელი ფრენა. ტერიტორიის გაფართოება შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება”.
კონგრესმა შეისმინა სამხედროთა შეუვალი ლოგიკა და თანხმობა მისცა ბაზის ტერიტორიის გაფართოებას. 1995 წლის 10 აპრილს მთები, რომელიც ასე აშფოთებდა უშიშროებას, “ზონა-51″-ის ტერიტორიის ნაწილი გახდა. იმ დროინდელმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა, ამასთან დაკავშირებით განაცხადა: “შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საიდუმლო ინფორმაცია ამ ბაზის შესახებ ხელმისაწვდომი არ გახდეს ფართო საზოგადოებისთვის…”

imageimageimage

დღევანდელი ამერიკის მთავრობა აცხადებს რომ “ზონა – 51″ არ ტარდება არავითარი კვლევები. ზონა არის აკრძალული ბაზა სადაც ინახება ქვეყნის (მხოლოდ ა.შ.შ. _ს ) დოკუმენტური მასალა.
ეკლესია არ იზიარებს იმ აზრს რომ “ზონა – 51″ _ში რაიმე სახის უცხოპლანეტელთა და ადამიანთა კავშირი ხდება. ეკლესიის აზრით “ზონა – 51″ ამერიკის სპეცსამსახურების მოგონილი ზღაპარია, რათა საზოგადოებას დააჯერონ რომ უცხოპლანეტელები არსებობენ.


3
1207
4-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
1207
  
2013, 19 ივნისი, 20:51
უცხოპლანეტელები არსებობენ!!!!
2012, 18 ნოემბერი, 16:47
მომეწონა
2012, 16 ნოემბერი, 21:37
ვოვ
0 1 3