x
image
კიხოდი
4000 წლის წინანდელი სტომატოლოგია
image ამ აღმოჩენამ ნამდვილად განაცვიფრა, თანამედროვე მეცნიერება. სურათზე მოცემულია ოთხიათასი წლის (ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 2000წლის) წინათ გაკეთებული სტომატოლოგიური ოპერაცია. როგორც ხედავთ კბილების წყობას (ყბას) აკლდა ორი კბილი. მაშინდელმა სტომატოლოგმა დაამუშავა პირის ღრუ და ოქროს მეშვეობით გააკეთა ორი კბილის პროთეზი. ნანახით განცვიფრებულნი არიან ასევე სტომატოლოგებიც, რადგან კვლევებიდან ირკვევა რომ მსგავსი ოპერაცია 20 საუკუნის დასაწყისშიც კი ვერ ტარდებოდა, ან თუ ტარდებოდა ბევრი შრომის და გამართლების წყალობით.

ეს აღმოჩენა გაკეთებულია კერძოდ ეგვიპტეში. სურათზე სავარაუდოდ ჩანს ეგვიპტის ერთ - ერთი მაღალჩინოსანი. შესაძლებელია იყოს უბრალოდ მდიდარი ადამიანის ყბა.

ექპერტიზით ასევე დადგინდა რომ იგი ნამდვილად ეგვიპტელია და არ მიეკუთნება რომელიმე სხვა რასას.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს მისი ასაკი, სქესი, წონა, და რას მიირთმევდა ყველაზე ხშირად.


ოქრო, რომლითაც გამაგრებულია კბილები, მაღალი ხარისხისაა და არ შეიცავს რაიმე დანამატს.

მასალა რომლითაც დამზადებულია ორი კბილი (პროტეზი) არ არის ძვალი. ნივთიერების ანალიზის შემდეგ, დადგინდა რომ მსგავსი მასალა პლასმასისებური მცენარეა რომელიც იმ დროს მოიპოვებოდა იერუსალიმის მიდამოებში (დღევანდელ ისრაელის სახელმწიფოში).

მკვლევარებმა დაიქირავეს სტომატოლოგთა გუნდი, რომელთან ერთადაც შეეცდებიან გაიგონ თუ სხვა პირის ღრუს პრობლემების დროს; სტომატიტის, კარიესის, ზედმეტი სიყვითლის და სხვათა გადასაჭრელად რა ხერხს იყენებდნენ ეგვიპტელი სტომატოლოგები.

ასევე სხვადასხვა ქვეყნებში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაგზავნილი არიან მეცნიერები, სტომატოლოგები და მკვლევარები ადამიანის უძველესი ჩონჩხების პირის ღრუს საბოლოო გამოსაკვლევად.

როგორც ცნობილია, ერთი ასეთი ათ კაციანი ჯგუფი კავკასიაშიც არის ჩამოსული. მათ მოიარეს აზრბაიჯანი, სასომხეთი, ჩეჩნეთი და სხვადასხვა მცირე ერები, რის შემდეგაც საქართველოს ეწვევიან. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, აპირებენ საქართველოში გახსნან (ააშენონ) კვლევითი ცენტრი. მანამ კი სათანადად გამოიკვლევენ შემდეგ კუთხეებში ნაპოვნ ჩონჩხის პირის ღრუებს (ყბებს); სამეგრელოში, სვანეთში, მესხეთ-ჯავახეთში, მთიან აჭარაში, ფშავში, კახეთის შიდა ნაწილში, იმერეთში და ქვემო ქართლში. ისღა დამრჩენია მკვლევარებს და სტომატოლოგებს წარმატება ვუსურვო. იმედია საქართველოში რაიმე დიდს აღმოაჩენენ.

მოამზადა თედო კონსტანტინოვმა

2
1699
6-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
1699
  
2013, 8 თებერვალი, 22:54
ნაყალბევს გავს....
2012, 27 აპრილი, 13:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2