საბუნებისმეტყველო ღამურები - ღამის ვამპირები 2012, 13 ნოემბერი, 21:15 ცნობილია, რომ ღამურები დედამიწაზე უკვე 50 მილიონ წელია არსებობენ -იკარონიქტერის სახელიტ ცნობილი ნამარხი ღამურას თითქმის სრულყოფილი ჩონჩხი ეოცენის პერიოდით თარიღდება. თავითა და სხეულის 8-სმ-იანი სიგრძით ეს ცხოველი იმდენათ ემსგავსება თანამედროვე ღმურებს, რომ მეცნიერებს ძალიან ცოტა რამეს თუ ეუბნება ღამურების წარმოშობის ან ამის შესახებ, თუ როგორ შეიძინეს ფრენის უნარი. ფიქრობენ რომ ღამურების წინაპარი ხეზე მცოცავი რომელიღაც მწერიჭამია იყო. ღამურები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სიდიდითა და გარეგნობით. სხეული ბეწვიტაა დაფარული, რომელიც კიდურებზე ღია ფერისაა. გაშლილი ფრთების სიგრძე 15 სმ-იდან თითქმის 2 მ-მდე მერყებოს, ხოლო ფორმიტ შეიძლება იყოს როგორც გრძელი და ვიწრო, ასევე მოკლე და ფართო თუმცა ყველა სახეობაში მეორდება ძირითადი აგებულებს სქემა. წინა კიდურები კარგადაა განვითარებული და შედგება მოკლე და ძლიერი მხრისა და გრძელი, ერთძვლიანი (იდაყვის ძვალი) წინა მხრისაგან. ცერი მოკლეა, ჩვეულებრივ, მოკაუჭებული ბრჭყალით ბოლოვდება, დანარჩენი თითები დაგრძელებულია და საფრენი აბკის საყრდენს წარმოადგენს. საფრენი აბკი, ასევე მიმაგრებულია სხეულის გვერდებთან, ძვლებთან და კუდთან, რომლის სიგრძე სახეობის მიხედვით განისაზღვრება. საფრენი აბკი, ჩვეულებრივი, კანის ორმაგ ნაოჭს წარმოადგენს და ღამურას საშვალებას აძლევს იფრინოს ცურვისმაგვარი მოზრაობებით, რომელშიც თანაბრათაა ჩარტული წინა და უკანა კიდურები. ფრთებში არსებული კიდუროვანი ბოჭკოების და ელასტიური ჭიმების გამო, ღამურას შეუძლია ფრენის დასრულებისას დაკეცილი ფრტები სხეულზე მიიკრას. მიუხედავად სახეობრივი და საცხოვრებელი გარემოს მრავალფეროვნებისა, მრავალი ღამურა ცხოვრების ნირით საკმაოდ ემსგავსება ერთმანეთს.თითქმის ყველა ღამის ცხოველია და მთელ დღეს დასვენებულ მდგომარებოაში, სპეციალურ თავშესაფრებში ( ჩვეულებრივ, ბუდეს არ იკეტებენ) თავდაყირა დაკიდებული ატარებს. ღამურების უმეტესობა, მაღალსოციალური ცხოველებია, წლის უმეტეს ნაწილს ჯგუფებად ცხოვრობენ, თუმცა რამდენიმე სახეობა ეულ ცხოვრებსა ეწევა. რამურები ზოგჯერ თავშესაფარს მოთხოვნილებების ცვლილების მიხედვით იცვლიან. მათ აქვთ ზამთრის თავშესაფარი, სადაც ზამთარში ძილს ეძლევიან და რამდენიმე ადგილი, სადაც დღის განმავლობაში დასასვენებლად აფარებენ თავსწლის სხვა პერიოდშიც. შეწყვილებისა და ნაშიერების გამოსაზრდელად მათ სპეციალური ადგილებია ქვთ მოწობილი. ღამურა თავშესაფარს გამოქვაბულებში, მიტოვებულ მაღაროებში, კლდის ნაპრალებსადა ხის ფუღუროებში პოულობს. მისთვის შესაფერისი ადგილებით მდიდარია ძველი შენობები - ნაპრალები კლდეებში, სხვენი, სარდაფები, ძველი კარადები... მაგალითად დიდი ხილიჭამია ღამურები გარეთ იბუდებენ, ხის ტოტზე ჩამოკიდებული. იმ დროის დიდი ნაწილს, როცა არ ნადირობენ, ღამურები “მოწესრიგებას'' უთმობენ - ილოკავენ საფრენ აბკს, გულმკეტდს და მუცელს, ივარცხნის ბეწვს უკანა კიდურებით და ისუფთავებს ბრჭყალებს ღამურების არაფრენითი მოძრაობა სხვა-დასხვა სახეობაში განსხვავებულია. ზოგიერტი მათგანი სრულიად უმწეოა ხმელეთზე და მეტად მოუხერხერხებლად გადაადგილდება; სხვებს შეუძლიათ დაკეცონ “ფრთები'' და სიარულით ან სირბილით გადაადგილდნენ; ზოგი სახეობა ხის ტოტებს შორისაც ადვილად დახოხავს ან, კლანწებით საიმედოდ მოჭიდებული, ტოტზე ქანაობს. ზომიერ სარტყელში ღამურების საკვები მცირდება. რამდენიმე სახეობა ამ სირთულეს მიგრაციის გზით უმკლავდება, თუმცა ღამურების მეტი წილი სპეციალურ ტავშესაფრებს არჩევს, რომ იქ ზამთრის ძილს მიეცეს. ზამთრის თავშესაფარი, ჩვეულებრივ შედარებით მყუდრო და ქარისაგან დაცული ადგილია, უსწორმასწორო კედლებითადა ჭერით, რომელსაც ღამუები ადვილად მოეჭიდებიან, ან ნაპრალებითა სიღრმეებით, რომელშიც დაიმალებიან. იდიალურ შემთხვევაში ტემპერატურა 0 c_ზე მაღალია და საკმარისად ტენიანი უნდა იყოს, რო აორთქლების გამო არ მოხვდეს სითხის ჭაბად დაკარგვა. შემოდგომაზე ღამურები განსაკუთებით ხარბატ უნდა გამოიკვებონ საზამთროდ ცხიმის მარაგის დასაგროველად. ტემპერატურის, საკვები რესურსებისა და სახეობების მიხედვით, ოქტომბრიდან ნოემბრამდე ღამურები თანდათან გამოსაზამთრებელ ადგილებში(ჰიბერნაკლულებებში) იკრიბებიან. ჩვეულებრივ, ის სახეობები, რომელიც ჭერზე ან კედელზე თავდაყირა დაკიდებულები იზამთრებენ, დიდ ჯგუფებად იკრიბებიან და სხეულხე ფრთებშემოხვეულები იძინებენ. მიუხედავად იმისა, რომ ღამურების უმრავლესობა მწერებით იკვებება, სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა საკვებს ამჯობინებს, მათ შორის ყველა სახის მფრინავი მწერი - ჩრდილები, პეპლები, ხოჭოები, ქინქლები, კოღოები, ბუზები, კალიები, ჭრიჭინები, ისევე, როგორც ობობები, ტკიპები და სხვა ფეხსახსრიანები. ნადირობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მწერების ჰაერში დაჭერა. ფრენისას მწერები ან პირდაპირ ხვდებიან მტაცებლის პირში, ან საფრენია აბკი ასრულებს ხაფანგის როლს. ზოგი ღამურა ისე მოხერხებულად იპრეხს კუდის აბკს, რო მას მწერების დასაჭერ და მოსაგროვებელ “ ჩანთად'' იყენებს. ღამურა სხვერპლს, ძირითადად, დაჭერისთანავე მიირთმევს, თუმცა ზოგი ნელა მფრინავი სახეობა მხოლოდ შესაფერისადგიას მივლის შემდეგ იწყებს ჭამას. ტროპიკულ ზონაში ბინადრობენ ხილიჭამია ღამურები, რადგან ეს ერთადერთი კლიმატური ზონააა, სადაც ხილი მუდმივად მწიფდება. ეს სახეობები ზოგიერთ მწვანე მცენარეებსაც მიირთმევენ და გარკვეული რაოდენობით მწერსაც, რომელიც ხილში ხშირად ხვდებათ. “ძველ სამყაროში'' ხილიჭამია ღამურებიდან აღსანიშნავია მფრინავი მელა, ხოლო “ახალ სამყაროში'' მის ადგილას ფოთლებცხვირა ღამურები იკავებენ. ორივე ოჯახის სახეობა, ასევე, იკვებება ნეკტარითა და ყვავილების მტვრით. მათი მეშვეობით, ხდება დამტვერვა. ტროპიკებში ფართოდაა გავრცელებული ყვავილისმჭამელი ღამურებიც. ისინი გამოირჩევიან წაგრძელებული, წვეტიანი თავის ფორმით და გრძელი ენით, რომელსაც ადვილად აწვდენენ ყვავილის სიღრმეში. ღამურებს შორის სულ რამდენიმე მტაცებელია და ისინი ძირითადად ნადირობენ სხვა წვრილ ძუძუმწორებზე, ბაყაყებსა და ქვეწარმავლებზე. მათ აქვთ კარგად განვითარებული საჭრელი კბილები, რომლითაც შეძლიათ უკბინონ და მოკლან მსხვერპლი. არსებობს ღამურას ორის სახეობა, რომლებიც თვზებით იკვებებიან. მათი უზარმაზარი, ძლიერი ფეხები აღჭურვილია ბასრი კლანჭებით, რომლითაც წყალსატევეისა და ნელი მდინარეების ზედა ზედაპირს კვეთნ და იჭერენ თევზებს, აგრეთვე, შეუძლია კლანჭზე წამოიცვან 8 სმ-მდე სიგრძის თევზები, როიმელთაც დაჭერის თანავე მიირთმევენ. ასევე არსებობს სამი სახეობის ვანპირი ღამურა, რომელიც გავრცელებულია მექსიკის სამხრეთით ჩრდილოეთ არგენტინამდე.ისინი სპეციალური მჭრელებით აკეთებენ ჭრილობას და ხარბათ წოვენ სისხლს. მათ ნერჭყვში არსებული ანტიკოაგრულატი აფერხებს შედედებას და უზრუნველყოფს სისხლის უწყვეტ ნაკადს. ჩვეულებრივ სისხლის დანაკარგი მაინც არაა სახიფათო მსხვერპლისთვის, თუმცა არსებობს ჭრილობაში ინფექციის შეჭრის საშიშროება, რადგან ღამურები ცოფის ვირუსის გადამტანები არიან. ღამურების უმრავლსობას აქვთ მონიშნული ტერიტორიები, სადაც ისინი მუდმივად ნადირობენ და ხშირად გადაადგილდებიან ფიქსირებული საფრენ ტრაექტორიებზე. როგორც ჩანს ღამურების უმრავლესობა წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდება და მხოლოდ ერთ ნაშიერს შობს. რამდენიმე სახეობას ახასიათებს ტყუპები, ხოლო კანადის სამხრეთსა და ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრებ წითელ ღამურას ერთ თაობაში სამი ან ოთხი ნაშიერი ჰყავს. ეს ერთადერთი სახეობაა ღამურებში, რომელსაც ოთხი მოქმედი ძუძუ აქვს. მწერიჭამია ღამურები ნადირობისას გამოსვლისას ნაშიერს თავშესაფარში ტოვებენ, ამით ისინი მაქსიმალურად ინარჩუნებენ მანევრულობას. მიუხედავად იმისა, რომ პატარებს ერთმანეთთან შემჭიდროვებულებს ტოვებენ, როგორჩ ჩანს დედებს არ უჭირთ საკუთარი ნაშიერის პოვნა დაბრუნებისას. თუ თავშესაფარს საფრთხე ემუქრება მდედრს თან მიჰყავს შვილი, რომელიც მიკრულია მუცელზე. ღამურები ჩვეულებრივ ხუთიდან ათ წლამდე ცოცხლობენ, მათთვი მაქსიმალურია 210 წელი. ისინი ხშირად მოძრაობნენ შორ მანძილებზე და დღეში, საშუალოდ, 50 კმ _ს ფარავენ. 2501 5-ს მოსწონს
|