x
მეტი
  • 31.10.2024
  • სტატია:137953
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511715
გენერალ კალანდაძეს სასამართლოს ძალით გადაყენებას უპირებენ

imageმას შემდეგ რაც ახალაია, კალანდაძე და შამათავა ამხილეს დანაშაულებრივ ქმედებაში “ნაციონალური მოძრაობის" წევრები აღშფოთებას ვერ მალავენ და აცხადებენ რომ ამ ადამიანებს უმიზეზოდ დასდეს ბრალი, მათ მიერ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და 2008 წლის ომის გმირები არ იმსახურებენ ივანიშვილის გუნდის წევრებისგან ასეთ დამოკიდებულებას. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შამათავასა და გენერალ კალანდაძეს გირაოს სახით 20000 ლარი დააკისრა და თანხის გადახდის შემდეგ ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ხოლო რაც შეეხება ახალაიას, მას წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, განაჩენი ახალაის ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა.
გუშინ, ახლად გათავისუფლებული კალანდაძე, პრეზიდენტმა დაიბარა და მას მოსთხოვა რომ დაბრუნებულიყო თავის სამუშაო ადგილზე, რის შემდეგაც საღამოს 7 საათზე კალანდაძე სამასახურში გამოცხადდა ( შეგახსენებთ, რომ გენერალური შტაბის უფროსის გადაყენება მხოლოდ პრეზიდენტს ან უზენაეს სასამართლოს შეუძლია).
დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორი აპირებს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში და მოითხოვოს სასამართლოს ძალით გენერალ კალანდაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა.

3
99
4-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
99
  
2012, 23 ნოემბერი, 9:32
ამის გმირობა ვინა თქვა..ჩვენი გმირები მიწაში წვანან ეს ნაძირლები კი მიწის ზემოდან დადიან
2012, 11 ნოემბერი, 15:58
აბა ნაცებს კითხე?:)
2012, 11 ნოემბერი, 15:51
გმირები არა კვახი. ქვეყნის დამაქცევრები არიან და მეტი არაფერი
0 1 3