x
image
ტორნადო07
რატომ მოსწონთ გოგონებს ცუდი ბიჭები?

imageრატომ მოსწონთ გოგონებს ცუდი ბიჭები? ეს კითხვა აფიქრებს მრავალ დედას, მამას და "პოზიტიურ" ახალგაზრდებს მრავალი წლის განმავლობაში.
სინამდვილეში ეს ღრმა საკითხის, რომელზეც კონკრეტუი პასუხი კაცობრიობას ჯერ არ გაუცია. მიუხედავად ამისა მეცნიერებმა შეძლეს გამოევლინათ ერთ-ერთი არც-თუ ისე უმნიშვნელო ფაქტორი, ეს არის ოვულაცია (ვინც არ იცის რას ნიშნავს იხილეთ განმარტებთი ლექსიკონი, არ მინდა ამის გამო +18 დაადონ სტატიას). სხვადასხვა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ამ პერიოდში გოგონებს იზიდავს ტიპიური ბრუტალური მამაკაცები-მომხიბვლელი, უშიშარი, დომინანტი მამაკაცები, რომლებიც მათ უაღრესად სექსუალურად ეჩვენებათ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მამაკაცები არ არიან დაინტერესებული ხანგრძლივი ურთიერთობებით. მეცნიერებმა დაიწყეს ამ უცნაური მიზიდულობის შესწავლა.

უპირველეს ყოვლისა მათ სცადეს ეპასუხათ კითხვაზე: "მართალია თუ არა, რომ ოვულაციის პერიოდში გოგონები "ცუდ ბიჭებს" აღიქვამენ, როგორც მათი შვილების მომავალ მამებს?" ამ მიზნისათვის გოგონები დააჯგუფეს ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს დაათვალიერებინეს ფიზიკურად მიმზიდველი მამაკაცების ფოტოები, რომლებსაც თან ერთვოდა მათი მოკლე ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომელიც ახასიათებდა მამაკაცებს, როგორც ძლიერ ქარიზმატულ პიროვნებებს. მეორე ჯგუფს ანახეს საშუალოსტატისტიკური მამაკაცების ფოტოები, მათი თვისებებიდან გამოყოფილი იყო ერთგულება, სტაბილურობა და მყარი ოჯახის შექმნის სურვილი. მეცნიერებმა შეისწავლეს გოგონების შარდი. აღნიშნული პროცედურა ტარდებოდა გოგონების მაღალი და დაბალი რეპროდუქტიულობის დროს. შედეგებმა აჩვენა, რომ მაღალი რეპროდუქტიულობისას გოგონები აღიქვამენ ბრუტალურ მამაკაცებს თავისი შვილების პოტენციურ მამებად.


მეორე გამოკვლევაში მეცნიერებმა გამოიყენეს შემდეგი ხერხი. გოგონებთან სასაუბროდ მოიყვანეს მსახიობი მამაკაცები, რომელთა ნაწილი თამაშობდა კლასიკური ბრუტალური, ქარისმატული და გამბედავი მამაკაცის როლს, ამასთან ისინი იყვნენ არასტაბილურები და არასერიოზულები ურთიერთობებში. მსახიბთა მეორე ნაწილმა კი მოირგო კარგად აღზრდილი, პოზიტიური მამაკაცის როლი, ამასთან მათ აკლდათ გამბედაობა და ქარიზმა. სეანსების შემდეგ გოგონებს დაუსვეს კითხვები: 1)თუ რომელ მამაკაცს ისურვებდნენ ისინი საკუთარი შვილის მამად? 2)რომელი მამაკაცი გამოდგებოდა სხვა ქალის შვილის მამად?. ოვულაციის პერიოდში მყოფ გოგონათა უმეტესობამ აირჩია ბრუტალური მამაკაცები საკუთარი შვილის მამის როლზე, გასაოცარი კი ის არის, რომ სხვა ქალის შვილის მამის როლზე მათი პოზიციები მნიშვნელოვნად დაეცა.


გამოკვლევები ცხადყობს თუ რატომ მოსწონთ ქალებს "ცუდი ბიჭები". ჰორმონალური ცვლილებები ქალის სხეულში ხშირად სჯობნის გონებასა და საღ აზრს.


მაშ ასე რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ? თუ თქვენ ქალი ხართ დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ჰორმონები თამაშობენ? თუ ხართ "პოზიტიური" მამაკაცი, რომელსაც გსურთ ხანგრძლივი ურთიერთობები, გული არ გაიტეხოთ თქვენი შანსი აუცილებლად მოვა. მართალია "კარგ" გოგონებს მოსწონთ "ცუდი" ბიჭები, მაგრამ ეს მკვეთრად მხოლოდ თვის რამოდენიმე დღის განმავლობაში ვლინდება. საბოლოოდ "პოზიტიური" მამაკაცები მაინც იმარჯვებენ.

5
1304
10-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1304
  
2012, 10 ნოემბერი, 22:23
ვინ თქვა რომ ცუდი ბიჭები მოგვწონს?....მე ძალიან დიდი ანტიპატიით ვარ მათ მიმართ განწყობილი ...
2012, 10 ნოემბერი, 21:48
ცუდი ბიჭების გაბედულება და უშიშრობა მოწონთ, თან რომანტიკულ პიროვნებად აღიქვამენ. რომ გათხოვდებიან და ციხის კარებთან აიზუტებიან, მერე კაი ბიჭებს ეძებენ, მაგრამ ხშირად გვიანაა-ხოლმე.
2012, 10 ნოემბერი, 0:54
რატო კაი ბიჭები ვერ ქაჩავენ?:):):)
2012, 9 ნოემბერი, 23:20
ცუდი ბიჭები სექსის პონტში მოსწონთ მხოლოდ ...
2012, 9 ნოემბერი, 23:01
ვაი იმ თვის რამდენიმე დღეს, სათიც საკმარისია ქალის გასაგიჟებლად D
0 1 5