ისტორიული სერიული მკვლელები 2012, 9 ნოემბერი, 0:05 ბელა სორენსონ გუენესი:(შავი ქვრივი) 42 მსხვერპლი
ეს ქალი არის სერიული მკვლელი, რომელიც კლავდა როგორც სიამოვნების გულისთვის, ასევე სიხარბის გამოც.დაიბადა ნორვეგიაში, შემდეგ გადავიდა შტატებში, სადაც ცოლად გაყვა ჩიკაგოელ ბიზნესმენს.ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს რომ ბელამ საკუთარი შვილები დაზღვევის გულისთვის მოკლა, ბავშვები კოლიტის სიმპტომებით დაიღუპნენ, მაგრამ ეს სიმპტომები მოწამვლის შედეგებსაც გავს.რამოდენიმე ხნის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა მისი ქმარიც.ბელამ რათქმაუნდა ქმრის დაღუპვის შემდეგაც მიიღო დაზღვევის ფული.ამ ფულით მან იყიდა ფერმა.ქმრის ნათესავებმა რაღაც იეჭვეს და ბელა დაადანაშაულეს საკუთარი ქმრის მკვლელობაში, მაგრამ უშედეგოდ.სასიყვარულო წერილებითა და განცხადებებით იგი საკუთარ ფერმაში იტყუებდა შუახნის მამაკაცებს, რომლებიც ვერც კი ხვდებოდნენ რომ მისი ქალური გარეგნობის მიღმა იმალებოდა საშინელი მონსტრი.შემდგომში ცნობილი გახდა რომ “შავმა ქვრივმა" 42 მამაკაცი მოკლა.ბელამ სიცოცხლე ტრაგიკულად დაამთავრა, მისი სხეული თავმოკვეთილი და დამწვარი იპოვეს სადღაც ტყეში.თუმცა ზოგს არც კი სჯეროდა რომ ეს სხეული ბელა სორენსონ გუენესს ეკითვნოდა. სიუზენ სმიტი:2 მსხვერპლი.იგი ფსიქიური ავადმყოფი იყო, რის შედეგადაც სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი 2 შვილი.უბედურმა ბავშვობამ და სექსუალურმა ძალადობამ გავლენა მოახდინა მის ფსიქიურ მდგომარეობაზე.იგი ამტკიცებდა რომ ბავშვობაში მამობილმა გააუპატიურა, ხოლო როდესაც ეს ამბავი გასკდა დედამ ქმრის მხარე დაიკავა.მას მიუსაჯეს 30 წელი, სექსუალური კავშირი ჰქონდა 2 დარაჯთან, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მას ვენერიული დაავადება გადასდო. ბევერლი ალიტი: 4 მსხვერპლი.ეს სერიული მკვლელი წარმოშობით ინგლისიდან იყო, ის იყო ექთანი, რომელიც ბოროტად სარგებლობდა სამსახურეობრივი უფლებებით.მისი მსხვერპლები გახდნენ უდანაშაულო ახალდაბადებული ბავშვები, რომელთა ორგანიზმში ალიტს შეყავდა ინსულინი, რაც ბავშვების გულის გაჩერებას იწვევდა.მოკლე დროში ალიტი თავს 13 ბავშვს დაესხა, 4 მათგანი გარდაიცვალა.ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში მოხდა.მსხვერპლის ასაკი იწყებოდა 7 კვირიდან და მაქსიმუმ იყო 5 წლის.ალიტის დაჭერის შემდეგ ფსიქიატრებმა განაცხადეს, რომ მას სჭირდა ფსიქიური აშლილობა ცნობილი როგორც “მიუნჰაუზენის სინდრომი"მას მიუსაჯეს მთელი სიცოცხლის ფსიქიატრიულში გატარება. 868 9-ს მოსწონს
|